ბორის პაიჭაძის სახელობის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია იწყებს მოზარდთა მორიგი ნაკადის მიღებას. სწავლების პირველ წელს უკვე ამთავრებენ 2000 და 2001 წელს დაბადებული მოზარდები. ფეხბურთელთა წლევანდელ შერჩევაში მონაწილეობის მიღება, ამჯერად, 2002 წელს დაბადებულ მოზარდებს შეუძლიათ.
საბუთების მიღება და რეგისტრაცია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 13 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისამდე გაგრძელდება.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და აკადემიის მწვრთნელები ივნისში შეარჩევენ.
ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი აგვისტოში დაიწყება და პროცესი უკვე რუსთავში მდებარე უეფას სტანდარტების შესაბამის ახალ საფეხბურთო აკადემიაში წარიმართება.
შევსებული ანკეტები (იხილეთ მიბმული ფაილი) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: academy@gff.ge
გისურვებთ წარმატებებს!
This post has been edited by koba-72 on 4 Jun 2015, 16:41
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)