პასუხი შენსავე პოსტშია
რადგან იოტისოდენა რწმენაც კია საკმარისი მთების გადასაადგილებლად
და რადგან ამ ქალმა ბავშვი ვერ აღადგინა მკვდრეთით
ე.ი. მას არ ჰქონდა იოტისოდენა რწმენაც კი.
მარკოზი: 11:22-24 ”მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. 23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის. 24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ.”
ეგ ქალი სავარაუდოდ ღმერთს დახმარებას სთხოვდა. დახმარების თხოვნა კი, იესოს თუ დავუჯერებთ, არ არის ის რწმენა, რომელიც მთებს გადააადგილებს. მთები რომ გადაადგილო ღმერთს კი არ უნდა შესთხოვო ღმერთო მთა გადააადგილეო (ან ჩვენს შემთხვევაში სთხოვო ბავშვი გადამირჩინეო), არამედ მთას (ბავშვს) უნდა მიმართო რწმენით რომ გადაადგილდეს (ბავშვმა თვალი გაახილოს და ისუნთქოს).
პ.ს. არ დაიღალე შენი ცრუ და არასწორი წარმოდგენების გამო ღმერთის კრიტიკით?

თუ გაინტერესებს, შეისწავლე და გაერკვიე. თუ არა და დროს ტყუილად ხარჯავ. წყლის ნაყვაა შენი ეს პოსტაობა.