დღეს 1 ივნისს გახდა ზუსტად 25 წელი და არავინ არსად არ მოიხსენია ეს ტრაგედია რაც ძალიან საწყენია, სახელმწიფოს მხრიდან.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...ragediidan.html1990 წლის 1 ივნისს მომხდარი საბაგირო უბედური შემთხვევა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა და 20 გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ორი გონდოლის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ[1] გონდოლა მთის ქედიდან ქვემოთ ეშვებოდა და დაახლოებით მთაწმინდის პანთეონის თავზე იმყოფებოდა, როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ქვევითა გონდოლა რომელიც ქვედა საყრდენს გამოცდენილი იყო უკან დაგორდა და ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზევითა გონდოლაც პარალელურად დაგორდა და სისწრაფის აკრეფა დაიწყო (ხელის მუხრუჭებმა ვერ იმუშავეს), ქვედა საყრდენის ბუნიკთად მიახლოებისას კი უკვე ძლიერ ქანაობდა რის შედეგადაც მას და იქვე მოკონწიალე საწევ ბაგირს შეეჯახა, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ გონდოლა ორ ნაწილად გაიხლიჩა ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის გორგოლაჭებიდან გადმოვარდა და გონდოლა დაბლა სახურავებთან უფრო ახლოს ჩამოეკიდა. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6 სართულიანი შენობის სახურავსა და მის ეზოში ჩამოცვიდნენ, ზოგი მანამდე აჩქარებული გონდოლიდან პანიკაში მყოფი გადმოხტა. 20 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. მგზავრების ნაწილი ახალციხიდან ფუნიკულიორის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვები იყვნენ, რომელნიც „ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. ნაწილი კი ჯარისკაცები. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე სტანდარტული საბჭოთა ოვალური გონდოლები ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების გარეშე უფრო დიდი ფინური გონდოლებით შეცვალეს, რომლებიც არ შეესაბამებოდა საბაგიროზე არსებულ საავარიო სამუხრუჭე სისტემას ასევე ვაგონების ზომა და ტევადობა მათ წინამორბედებს აღემატებოდა.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა
უახლესი ისტორიიდან აღსანიშნავია ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელიც უკავშირდება ამ ტაძარს:
50-იანი წლების დასასრულს (1958 წელს), თბილისის დაარსებიდან 1500 წლისთავის აღსანიშნავად, ფუნიკულიორზე, გადაწყდა გაეყვანათ საბაგირო გზა, რომლის ხაზი გადიოდა ეკლესიის თავზე, და სამგზავრო ვაგონი მოძრაობისას სულ მცირე მანძილით სცილდებოდა ტაძრის წმიდა საკურთხეველს. გადმოცემით, ასეთი მკრეხელური გეგმის განხორციელების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა მაშინდელმა ტაძრის წინამძღვარმა (როგორც ჩანს – მღვდელმა ალექსანდრე რომანოვსკიმ) და გააფრთხილა ამ საქმის მომქმედნი შემდგომში მოსალოდნელი უბედურების შესახებ, რაც მრავალი წლის შემდეგ დატრიალდა: გაწყდა სამუხრუჭე ტროსი, რის შედე-გაც საშინელი სისწრაფით დაქანებულმა ვაგონმა დაანგრია რამოდენიმე სახლი მთაწმინდაზე, რასაც მოჰყვა მაცხოვრებელთა და ვაგონში მყოფ ადამიანთა მსხვერპლი...
This post has been edited by TramwayMan on 1 Jun 2015, 14:56