ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო თბილისში იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური “რეალის” სუპერვარსკვლავის აქ ყოფნას კატეგორიულად უარჰყოფს, “პრაიმტაიმს” თვითმხილველმა უამბო, თუ როგორ შეხვდა სასტუმროს ლიფტში რონალდო მას გუშინ, დღეს კი, ლანჩზე ის დაცვის ორმა წევრმა მიაცილა.
ნათია გუმბერიძე დღეს, შუადღით, სასტუმროში იმყოფებოდა, როდესაც გვერდით მას ფეხბურთელმა ჩაუარა. როგორც თვითმხილველი ჰყვება, რონალდოს თავზე კეპი ეფარა და დაცვის ორი წევრი მიაცილებდა ლანჩზე.
http://primetimenews.ge/%E1%83%97%E1%83%95...83%9C%E1%83%9D/სრულად