http://newposts.ge/?l=G&id=76574-ევრ...%2Cვიზავულოცავ ვანუატუს!!!
ევროკავშირმა 7 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა შემოიღოვროკავშირმა 7 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ცერემონიაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა ვიზალიბერალიზაცია სენტ ლუჩიამ, დომინიკის თანამეგობრობამ, გრენადამ, სენტ ვინსენტმა და გრენადინებმა, ვანუატუმ, სამოამ და ტრინიდადმა და ტობაგომ მიიღეს.
ახალი სავიზო რეჟიმით ამ ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას შეძლებენ.
ხელშეკრულებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები ევროპარლამენტს გაეგზავნება მხარდასაჭერად.
ხელშეკრულებებზე მიმაგრებული პროტოკოლის თანახმად, უვიზო მიმოსვლა არ გავრცელდება ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთზე. ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხი მათ ეროვნულ კანონმდებლობაზეა დამოკიდებული.
This post has been edited by sandrikia on 29 May 2015, 21:56