1) ღლეზემკიდია მეგობარი
არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება შენს ცხოვრებაში, ჩააბარე-ვერ ჩააბარე, მოგცა-არ მოგცა, მოიგე-ვერ მოიგე, ღლეზემკიდია მეგობარი ყველას გვყავს, რომელიც არასდროს არაფერს გეკითხება შენ შესახებ. მან არც იცის გყავს თუ არა შეყვარებული, და...
1) ის უბრალოდ იმდენად ეგოისტია, სურს გამუდმებით საკუთარ თავზე საუბარი
2) არ ცდილობს არავისთან დაახლოებას და მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრობს
3) ფიქრობს, თუ დაიწყებ, ვეღარ გაჩერდები სამი საათი.
ის ყოველთვის საუბრობს თავის თავზე, და ცდილობს მოგასმენინოს ისეთი რამეები, რაც არ გაინტერესებს. დაწყებული მეშვიდე კლასში ჩაზასული გოგოდან, დამთავრებული აუუ გუშინ რა გავიპროჭემდე, შენ გიწევს უსმინო მას. რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე ყველა ვუყვებით ერთმანეთს, მაგრამ, ბოლო ბოლო მოსმენა, მოსმენა !! !

: :
2) მეგობარი, რომელსაც მარტო არ უნდიხარ
ყველა სამეგობროში არის ორი ადამიანი, რომლებიც ერთად მარტო ვერ არიან - იმიტომ არა, რომ ერთმანეთი არ მოსწონთ; შეიძლება შეეგუონ ერთმანეთს, მაგრამ მათ ერთმანეთთან პირადი მეგობრობა არ აქვთ. ისინი მუდამ საუბრობენ სამეგობროში ერთმანეთთან, მაგრამ როგორც კი საერთო ძმაკაცი/დაქალი ტუალეტში გავა, ან შეხვედრაზე პირველები მოვლენ, უბრალოდ ტელეფონებში იხედებიან და ერთმანეთს არაფერს ეუბნებიან

: :
3) პროჭი მეგობარი
არსებობენ მეგობრები, რომლებიც არასდროს არიან თანახმა ადამიანთან გულწრფელ, სერიოზულ საუბარზე. შენი მასთან მეგობრობა, თითქოს, რაღაც აკიდებული ტვირთია, რადგან მასთან ყოველთვის "ხოდზე" უნდა იყო.
ამის მეორე ვარიანტია, ასე ვთქვათ, "ყოველთვის ირონიული" მეგობარი, რომელიც ყოველთვის დაგცინებს/გააპროტესტებს, თუ შენ ზღვარს გადალახავ და სერიოზულ საუბარს დაუწყებ. მას ასეთი გულწრფელი ხალხი ეზიზღება, რადგან როგორც კი ისინი რამეს ეტყვიან, იძულებული ხდებიან ირონიული ნიღაბი ჩამოიხსნან და ამ ქვეყნად რამე დაინახონ... თუმცა მადლობასაც არ ამბობენ.
მესამე კატეგორია ამ მეგობრისა არის "მაგარი კაცი ვარ, მაგარი კაცი ხარ რა ###ები არიან ტოო" მეგობარი. რა თქმა უნდა, ის არ ფიქრობს, რომ მართლა ასეთი მაგარი ვინმე ხარ, რადგან როგორც კი სხვასთან აღმოჩნდება, შენ იქნები მესამე პირი. ამ ადამიანისთვის ყველაზე კარგი სიტუაციაა, როცა თქვენ ორნი დგახართ და მესამე პირს, მესამე კატეგორიას აკრიტიკებთ, თუმცა არასდროს სურს პირადზე საუბარი.
ის მთელი დღე შენთან გაერთობა და მოგვიანებით სხვა მეგობართან მოაღებს პირს, თუ რა ###ები ხართ შენც და დანარჩენი სამყაროც !
4) ორმაგად უარყოფილი მეგობარი
გაიხსენეთ მეგობარი, რომელთანაც პერიოდულად იჩითებით; ეს ძირითადად წინასწარი დაგეგმვის შემდეგ ხდება. მაგრამ შენ არასდროს მოგწონს, როცა ასეთი რამეები იგეგმება, რადგან მასთან არ გრძნობს თავს კომფორტულად და მასთან შეხვედრაც არ გსურს. შეიძლება არ გინდა მეგობრობა, ან შეიძლება გეჩვენება, მაგრამ, ფაქტია, ისიც ზუსტად იმავეს ფიქრობს შენზე.
ვინაიდან არცერთმა იცით ერთმანეთის გრძნობის შესახებ, და არცერთს გაქვთ ტრაკი, რათა ფარდა ახადოთ ყველაფერს/ რამე შეცვალოთ, ასე გრძელდება.
5) ისტორიული მეგობარი
ისტორიული მეგობარი არის ადამიანი, რომელსაც სულ სულ სულ თავიდან დაუმეგობრდი, როცა პატარა იყავი და ისეთ რაღაცებს თამაშობდი ეზოში, რაც ახლა, რა თქმა უნდა, არ გაგისწორდება. ყველა ძველი მეგობარი დაახლოებით ამ კატეგორიაშია, მაგრამ ისტორიული მეგობარი არის ადამიანი, რომელსაც არანაირად, სულ ცოტათი მაინც კი არ დაუახლოვდებოდი თუ მას დღეს შეხვდებოდი, ამ წამს.
ნაღდად არ გისწორდება, ვინ ჩემი ფეხებიცაა, და ისინიც ასე გრძნობენ. საერთოდ ვერ ჯდებით ერთმანეთში. თუმცა თქვენ საუკეთესო მეგობრები ხართ, რადგან ოთხი წლის ერთად თამაშობდით.
6) "მეგობარი"
ადამიანი, რომელსაც შეხვდები ძმაკაცის დაბადების დღეზე, მასწავლებელთან, შენი მეგობრის ივენთზე, სუფრაზე. რა თქმა უნდა, პირველი და ერთადერთი! რასაც აკეთებთ, ცვლით ფეისბუქებს. და მორჩა - მას შემდეგ წლობით არის ადამიანი შენს ნიუს ფიდში, ათვალიერებს ყველა შენს პოსტს, თუმცა არასდროს გწერს და არასდროს ერთი წამით მაინც არ ეხმაურებით ერთმანეთს
7) "ვინ ხარ"
მეექვე კატეგორიის ცოტა სახეშეცვლილი, წინ წასული ვერსია. რაღაც მხრივ გაკავშირებთ ერთმანეთთან რამე, მაგალითად, ერთი პერიოდი ერთად გიწევდათ სადღაც ტრაკში სიარული. ამის შემდეგ თქვენი გზები იყოფა : არასდროს ნახულობთ, მაგრამ რამდენჯერაც შეხვდებით (და ხშირად ხვდებით), იმდენჯერ "ჰააა, ზდაროვაა ძმაა "როგორ ხარ?", "რა ხდება შენკენ" , იგივე კითხვები, რაც გუშინ ჰკითხე მაღაზიასთან რომ შეგხვდა. როდის დავლიოთ ტოოო, რავი რავი თვის ბოლოს ველოდები ძმა, თვის ბოლოს. ასე გრძელდება სამუდამოდ !
8) ფეისბუქის სელებრითი მეგობარი
ადამიანი რომელიც ფეისბუქის სელებრითია. თუმცა არავისთვის, გარდა შენთვის. კი, მხოლოდ შენთვის. იცი ვიზეც გეუბნები, არსებობენ ადამიანები, რომელთა ნიუსფიდებსაც შეგუებული ხარ არაკომფორტულად, და აზრზეც არ არიან რომ ასეა. შენ ყოველთვის ხედავ მის პოსტებს, ყველაზე ხშირად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანისას, მაგრამ მეექვეს მსგავსად, არასდროს ეხმიანები, .
თქვენც დაამატეთ რამე. : :
This post has been edited by Nimrodel on 30 May 2015, 16:04
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.