"ტყვიამფრქვევის ჯერმა შუშის და ბათქაშის მსხვრევასთან ერთად, მისი მკერდიც გადასერა... გასისხლიანებულ სხეულს საკაცეზე "პლაშ-პალატკა" გადააფარეს და სახლიდან გაიტანეს... მანქანა მოსკოვის "დონსკოი" მონასტრის კრიმატორიუმისაკენ გაექანა...
ეს ფილმი მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელ მისტიფიკაციაზეა.. ოდესმე, ერთ ადამიანის თავს დატეხილ ყველაზე ბინძურ სიცრუეზე...
ადამიანები, რომელებმაც ეს გააკეთეს, ამის შემდეგ დიდხანს ცხოვრობდნენ, ტკბილად ჭამდნენ და რბილად ეძინათ...
სიმართლის გზა ზოგჯერ მტანჯველად გრძელია... როგორც არ უნდა მალონ სიმართლე, რა გინდ ღრმად არ უნდა დაფლან იგი, ადრე, თუ გვიან, ჭეწმარიტება ყოველთვის გამოჭრება ნათელში...
მისი არქივები განადგურებულია... ხოლო არსებული დოკუმენტები ყალბია... არ ვიწყებთ არაფრის მტკიცებას, ან უარყოფას... მოვყვებით მის საქმეებზე რომლის უარყოფა ისევეა შეუძლებელია, როგორც ცამდე ატყორცნილი იალბუზის, ბორცვთან გაიგივება...
1899 წლის 17 მარტს, სოხუმითან ახლოს, მთიან სოფელ მერხეულში დაიბადა ლავრენტი პავლეს ძე ბერია.."
This post has been edited by като тбилисели on 8 Oct 2015, 13:15
მიმაგრებული სურათი