მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც გაჩეხილი ტყეა დაფიქსირებული. როგორ კლუბის წარმომადგენელი წერს, კადრები რაჭაში, კერძოდ კი ცხრაჯვარზეა გადაღებული. საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ხეების გაჩეხვა ღამე მიმდინარეობს.
"ცხრაჯვარზე ყოველი ასვლის შემდეგ გვხვდება ახალი გაკაფული ტყის ზოლი, თოვლის დადნობასთან და ცხრაჯვარის მისასვლელ გზასთან ერთად აქტიურდებიან და უმოწყალოდ ჩეხენ ჯანსაღ ხეებს. ეს ყველაფერი რომ უკანონობაა ადასტურებს ის ფაქტიც რომ მუშაობენ და ხეებს ჭრიან ძირითადად მთელი ღამის განმავლობაში და რამოდენიმე დღის შემდეგ ადიან მოჭრილი ხეების ჩამოსატანად. უბედურება იმასთან ერტად რომ ჩვენს ბუნებას არ ვუფრთხილდებით ისიც არის ეს ყველაფერი ხდება იქ სადაც ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს, და წესით ეს ფაქტები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდათ მათ ვისაც ბუნების დაცვა ევალებათ. იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ საშინელ ფაქტს თორემ ერთ დღესაც ხელში შეგვრჩება უტყეო და განადგურებული ცხრაჯვარი და ნაქერალას უღელტეხილი" - წერენ კლუბის წევრები.
გთავაზობთ "თეთრნულდის" მიერ გადაღებულ ფოტოებს.
ეს ფოტოები
http://presa.ge/new/?m=society&AID=35269ნამყოფი ვარ აქ და ულამაზესი ტყეა...
მიმაგრებული სურათი