რა ვიცით რომ პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ არ არის მოკლული ეს პატიმარი?
სასჯელაღსრულების N2-ე დაწესებულებაში ბრალდებულმა თავი მოიკლა
21:36 2015-05-31
სასჯელაღსრულების N2-ე დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა.
განცხადებას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
„31 მაისს სასჯელაღსრულებისN2 დაწესებულებაში 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ი.ს.-მ,წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა.
აღნიშნული გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
გამოძიებას პროკურატურის ზედამხედველობით საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.
შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.“ - ნათვქმია უწყების განცხადებაში.
http://newpost.ge/?l=G&id=76701-%E1%83%A1%...%83%9A%E1%83%90