პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა ხელფასებსა და პრემიებზე, ჯამში 9,070,467 დახარჯეს. პოლიტიკური ძალებიდან შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯით "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ლიდერობს. ნინო ბურჯანაძის პარტიამ 2014 წლის განმავლობაში საკუთარ თანამშრომლებზე ხელფასისა და პრემიის სახით 1,980,358 ლარი გასცა (საბიუჯეტო შემოსავალის სახით პარტიამ გასული წლის განმავლობაში 2,029,387 ლარი მიიღო).
რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, შრომის ანაზღაურების კუთხით, ბურჯანაძის პარტიის შემდეგ, ყველაზე მეტი თანხა – 2,025,590 ლარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დახარჯა (საბიუჯეტო შემოსავალი – 3,290,593 ლარი), მესამე პოზიცია კი – 1,222,954 ლარით "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" უჭირავს (საბიუჯეტო შემოსავალი – 2,568,700 ლარი). ხელფასებსა და პრემიებზე გასულ წელს გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკური პარტიების მაჩვენებლები ასეთია: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 220,339 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 640,890 ლარი), "თავისუფალი დემოკრატები" – 192,951 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 481,832 ლარი) "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 171,014 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 598,697 ლარი), "კონსერვატიული პარტია" – 50, 150 ლარი ("კონსერვატორებს" საბიუჯეტო შემოსავლის სახით მიღებული აქვთ 642,443 ლარი), "ეროვნული ფორუმი" – 302,441 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 642,443), "რესპუბლიკური პარტია – 139, 500 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 605,443 ლარი), "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – 311,970 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 642,443 ლარი), "ლეიბორისტული პარტია" – 382,669 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 373,295 ლარი), "საქართველოს გზა" – 376,946 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 468,385 ლარი), "ქართული დასი" – 32, 500 (საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია), "ევროპელი დემოკრატები" – 92,507 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 172,313 ლარი), "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" – 503,066 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 542,939 ლარი), "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 40,985 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი მიღებული არ აქვს), "სამართლიანი საქართველოსთვის" – 505,018 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 614,492 ლარი), "თავისუფალი საქართველო" – 22,541 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია), "მწვანეთა პარტია" – 325 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი მიღებული არ აქვს), "ახალი მემარჯვენეები" – 69,812 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 116,637 ლარი), "ხალხის პარტია" – 426,830 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 469,347 ლარი), "რეფორმატორებს" კი 2014 წლის განმავლობაში ხელფასებზე ხარჯი არ გაუწევია.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=48467ეკლესიის დაფინანსებას, რომ აპროტესტებს ხალხი, ქვეყანაში სადაც 80% მეტი მართლმადიდებელი ცხოვროს, ამ უსაქმურების დაფინანსებას რატომ არავინ აპროტესტებს მიკვირს.
იმედია სათაური შეესაბამება თემას და ჩემზე გადაკიდებული მოდერი, მიზეზს ვეღარ იპოვის დასაბანად ან დასახურად