#44769247 · 2 Jun 2015, 13:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსული პროდუქცია უკრაინის ბაზარს ტოვებს 12:42 02.06.2015 რუსული პროდუქცია უკრაინის ბაზარს ტოვებს
რუსული პროდუქცია უკრაინის მაღაზიების თაროებს ტოვებს. ქსელები მულტინაციონალურ კომპანიებს სთხოვენ, პროდუქცია მხოლოდ ევროპული ქარხნებიდან მიაწოდონ, ასევე ცდილობენ რუსული საქონელი ადგილობრივი ანალოგებით ჩაანაცვლონ.
რუსული საქონლის ბოიკოტი უკრაინაში გასულ წელს დაიწყო და ის უკვე აისახა უკრაინულ ბაზარზე. რუსული პროდუქციის რეალიზაცია იმდენად გართულდა, რომ მაღაზიები ცდილობენ, აღარ შეიტანონ ისინი.
მაგალითად, რითეილერმა „პაკო ჰოლდინგმა“ ყველა საერთაშორისო კომპანიას გაუგზავნა წერილი თხოვნით, საქონელი მიაწოდონ არა რუსული, არამედ სხვა ქარხნებიდან.
თუ ჯერ კიდევ ორი–სამი წლის წინ უკრაინის ბაზარზე წარმოდგენილი 15 ათასი დასახელების ასორტიმენტიდან მხოლოდ 2–3 ათასი იყო რუსული, ახლა მათი რაოდენობა 200–300–მდე შემცირდა.
კომპანია „Metro Cash & Carry უკრაინას“ დირექტორი მარტინ შუმახერი ადასტურებს, რომ მყიდველები ცდილობენ რუსული პროდუქციის ჩანაცვლებას უცხოური ანალოგებით და ბევრი მიმწოდებელი შეგნებულად ამბობს უარს საქონლის რუსეთიდან შეტანაზე.
რუსული პროდუქციის რეალიზაციას არც საფასო აქციები შველის – 20 და 30%–იანი ფასდაკლების მიუხედავად, მომხმარებელი მას არ ყიდულობს.
მომხმარებლები ინტერესდებიან, როგორ მოახდინონ რუსული პროდუქციის იდენტიფიცირება. იყო შემთხვევები, როდესაც საქონელი უკან დააბრუნეს, რადგან მხოლოდ ყიდვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ის რუსული წარმოებისაა.
უკრაინელი მომხმარებლის ასეთი ქცევა, პირველ რიგში, პოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება. კერძოდ კი ყირიმის დაკარგვას, რასაც უკრაინელები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ.
რითეილერების განცხადებებს სტატისტიკაც ადასტურებს. ოფიციალური მონაცემებით, თუ 2013 წელს უკრაინაში რუსეთიდან 23 მილიარდი დოლარის საქონელი იქნა შეტანილი, 2014 წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა და 11,2 მილიარდი შეადგინა.
|