ჩვენ არ ავღნიშნოთ ტყვნარცი?
2 ივნისს, ქალაქ თელავში მედეა მეზვრიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხსოვნის საღამო გაიმართება. თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, 10:00 საათზე, წმინდა ნინოს ეკლესიაში მედეა მეზვრიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან, 14:00 საათზე კი ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
მედეა მეზვრიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით თელავის მერიამ და თელავის მუნიციპალიტეტმა ბროშურაც გამოსცეს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ბროშურაში ავლიპ ზურაბიშვილის სიტყვებია მოცემული: ფასდაუდებელია თქვენი დამსახურება, მამულიშვილობა, სტუმართმოყვარეობა. თქვენ გაგვიცოცხლეთ დავით – გარეჯი, დაამშვენეთ თელავ – ქალაქი, მეფე ერეკლეს ძეგლი. ბევრი კარგი მაგალითი აჩვენეთ ახალგაზრდობას“.
შეგახსენებთ, 2014 წლის აპრილში, „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე ინიციატივით გამოვიდა საგარეჯოში, საიდანაც მედეა მეზვრიშვილი იყო, ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მინიჭებოდა და სკვერში მეზვრიშვილის ბიუსტი დაედგათ.
მედეა მეზვრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამგეობის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში სპეციალური გაზეთი „მედეა“ გამოსცეს, რომელიც უფასოდ გაავრცელეს.
მედეა მეზვრიშვილი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მეზვრიშვილის თანამდებობრივი კარიერა კომუნისტური პარტიით და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან ახლობლობით დაიწყო. იგი თავის დროზე საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, შემდეგ კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი იყო. „ვარდების რევოლუციამდე“ მედეა მეზვრიშვილი თელავის რაიონის გამგებელი იყო. მის სახელს არაერთი სკანდალი და უკანონო ბიზნეს - გარიგება უკავშირდება.
მდინარე:
http://ick.ge/articles/22051-i.html