http://www.17mai.si/archives/36276მამა ზაზა თევზაძე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას იზიარებს
მამა ზაზა თევზაძე: “ზოგადად, საზოგადოება უნდა ზრუნავდეს იმისთვის, რომ ჯანმრთელი, ფიზიკურად და სულიერად განვითარებული მოქალაქეები ჰყავდეს (მაგ.: მუნიციპალური სპორტდარბაზებით, აუზებით…), რომლებიც ნარკოტიკულ-ალკოჰოლურ თრობაში კი არ იპოვიან ნავსაყუდელს, არამედ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით დააჩქარებენ ამავე საზოგადოების განვითარებასა და აღმშენებლობას. მაგრამ ეს ზრუნვა გონივრულად უნდა იყოს – სამრთლებრივი, რომლის ინტერესი იქნება პიროვნება და მისი სამსახური.
ჩვენთვის ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ საკანონმდებლო დამოკიდებულება, რაც დიდ სირთულეს უქმნის როგორც მის მომხმარებელს, ასევე მთელ საზოგადოებას და ეს სირთულე ბევრად აღემატება ამ ნარკოტიკის მავნებლობით გამოწვეულ ზიანს;
აქედან გამომდინარე, მე მივესალმები საზოგადოების გარკვეული ნაწილის მისწრაფებას, მოხდეს მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ამასთან მიდგომა გახდეს უფრო ცივილური და ჰუმანური”.მამა ზაზა თევზაძე, ნარიყალას წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი – 2 ივნისი, 2015 წელი.–––––––––––––––––––––––
მთლად დაღუპულებიც არ ვყოფილვართ.
როგორც ჩანს არსებობენ ადამიანები რომლებსაც აზროვნება არ ეზარებათ.
ბრავო!!
This post has been edited by SIDCFC on 2 Jun 2015, 14:07