თბილისის ახალი მეტროპოლიტენისთვის ფული უკვე 2014 გადმორიცხა აზიის ბანკმა
და დიდის ამბით გამოაცხადეს ახალი დაპირებები:
http://www.mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=542ფული უკვე მთლად შეიჭამა თუ არა, კაცმა არ იცის,
მაგრამ მეტროპოლიტენის სადგური უნივერსიტეტი 2016 არ გაიხსნება. ეხლა პირდებიან, შეიძლება 2018-შიო
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ დასრულების თარიღმა კვლავ გადაიწია
2015/06/04
ალბათ არავისთვის არის ახალი არ იქნება და არც არავის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ 21-ე საუკუნეში დრო განსაკუთრებით დაჩქარდა. დღეს თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად, თითოეული ჩვენგანი ხშირად აღნიშნავს, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის, დღეები ისე მიქრის, ვერც კი ვიგებთ, თვალის დახამხამებასაც კი ვერ ვასწრებთ. სწრაფი ტემპის კვალდაკვალ, ვცდილობთ დავეწიოთ, ფეხი ავუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ დროს, დროს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, რომლის თითოეული საათი, წუთი და წამი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ დავზოგოთ და რაციონალურად გავანაწილოთ ის. როგორც ცნობილი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პოლიტიკური ფიგურა ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა: „დრო ფულია“, შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ის სწორედ გამოვიყენოთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არის სწორედ, ის ადგილი, რომელსაც ყოველლდღიურად, თბილისში მოსახლეობის 60%-ი მოიხმარს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები დრო დავხარჯოთ ტრანსპორტში. ამ მხრივ დედაქალაქში ყველაზე ეფექტური, სწრაფი, იაფი და რაც მთავარია ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მეტრო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის საგზაო მოძრაობა, რომელიც ჰაერის დაბინძურების 71% შეადგენს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. როგორც უკვე აღვნიშნე, ურბანულ სივრცეში გადაადგილების სხვადასხვა გზებიდან, ეკოლოგიის მხრივ მეტრო გამოირჩევა. ის 1966 წელს გაიხსა და ამჟამად 2 ხაზისგან შედგება, რომელთა საერთო სიგრძე 27 კმ-ია. დღეს დედაქალქში სულ 22 სადგური ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტრო დღეს არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ყველაზე სწრაფია, მას მრავალი უარყოფითი მხარეც აქვს. კერძოდ კი ხაზიდან ხაზზე გადაჯდომა, რომელიც, როგორც დროის ფაქტორზე მოქმედებს, ისე დისკომფორტს გვიქმნის. ზოგადად თბილისის მეტროში რამდენიმე დაკონსერვებული სადგურია, რომელსაც შეუძლია ნაწილობრივ მაინც განტვირთოს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადი და ხელი შეუწყოს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას. მათგან ერთ-ერთი არის მეტროსადგური „უნივერსიტეტი“, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო და 1995 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო შეწყდა.
პროექტზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო, ტენდერი ბევრჯერ გამოცხადდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მშენებლობა მაინც ვერ დაიწყო. 2014 წელს კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი მეტროს მშენებლობაზე და როგორც ყოველთვის, ტენდერის გამოცხადებამაც არ დააგვიანა. ჯერ კიდევ შარშან მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაანონსა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო მეტრო „უნივერსიტეტი“ 2016 წელს დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ ამაზე საუბარი შეწყდა და როგორც „თბილისი თაიმსმა“ გაარკვია, რაც არ უნდა უცანური იყოს, პროექტის დასრულების ვადამ კვლავ გადაიწია. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ხდება დღეს, მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა და რეალურად როდის გაიხსნება მეტროსადგური „უნივერსიტეტი“. ამ საკითხებზე ჩვენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ვესაუბრეთ. სამწუხაროდ, მათგან არცთუ ისე ინფორმაციული და საიმედო პასუხები მივიღეთ.
მოკლედ, ამის შემდგომი ინტერვიუდან ჩანს, რომ სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა
- კონტრაქტის პირობების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 630 დღე (სამუშაოების დაწყების თარიღიდან). სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღად განსაზღვრულია 2015 წლის ივლისის ბოლო, შესაბამისად პროექტის დასრულების ვადა არის 2018 წლის მარტი.