ტყუილი ადამიანის თანდაყოლილი თვისება გახდა ადამის და ევას სამოთხიდან გამოყრის შემდეგ.
იცვლება ცხოვრება, იცვლება აზროვნება, ინგრევიან და იქმნებიან იმპერიები, ვითარდება ტექნოლოგიები, მაგრამ სამწუხაროდ, ტყუილი რჩება კაცობრიობის უმეტესი ნაწილისთვის ყოველდღიურობად.
ტყუილის მიზნებიც და დანიშნულებებიც სხვადასხვაა:
ზოგისთვის თვითდამკვიდრების საშუალებაა,
ზოგისთვის სხვებზე გავლენის მოპოვება/შენარჩუნების საშუალებაა,
ზოგისთვის უბრალოდ ყოფითი ჩვევა,
ზოგისთვის უბრალოდ გართობა
და ა.შ.
დღესდღეობით ფართოდ გავრცელებულ-დამკვიდრებული ცნებაა
ტროლინგი.
მოგეხსენებათ, რომ ტროლინგმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია ჩვენ რეალობაში, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში.
ესაა ტექნოლოგიების განვითარების და ტყუილის ფორმების და მისი გავრცელების მეთოდების დახვეწის სინთეზი.
ტერმინ ტროლინგის, როგორც ასეთის, დღევანდელი მნიშვნელობით გამოყენება ინგლისურ ენაში მოხდა 1992 წელს, ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით.
ტროლინგს შეიძლება შეხვდე სხვადასხვა პროფესიის ხალხისგან:
პოლიტიკოსისგან,
მეხანძრისგან,
ვაჭრისგან,
მეცნიერისგან
და ა.შ.
ტროლინგს შეიძლება შეხვდე ბევრ ადგილას.
მათ შორის ამ ფორუმზეც.
არ წარმოადგენს აქ იშვიათობას.
ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი სტავრიპიდე (ძვ. წ. II საუკუნის მე-2 ნახევარი) ამბობდა (გთავაზობთ მიახლოებით თარგმანს):
,,ადამიანი არის ტყუილისკენ მიდრეკილი არსება. ტყუილი შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ძირითად კატეგორიად: შავი ტყუილი და თეთრი ტყუილი. შავი ტყუილი ის არის, რომელსაც მოაქვს მნიშვნელოვანი ზიანი სხვებისთვის, ხოლო თეთრი ტყუილი ისაა, რომელსაც არ მოაქვს ზიანი და ხუმრობის მიზნითაა ნათქვამი."როგორც იუმორით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილი სულხან წულეისქირი (ტროლი, თანამედროვე ტერმინოლოგიით) იტყოდა ხოლმე, ასეთი ფორმით ჩემ სათქმელს გამოვხატავო...
ჰოდა, იუზერებო, ვინც ტროლაობთ ხოლმე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ?
10 წუთზე მეტია, ამას ვკრიფავ.
არადა, არ ვარ ნასვამი საერთოდ.
რამდენიმე წუთის წინ მოვამთავრე საქმე და ძილის წინ შემოვედი აქ.
გავედი, გავედი... ჯობია...
This post has been edited by ფორცხოლი on 3 Jun 2015, 05:49
. .