გენერალ-მაიორი კობა კობალაძე 2010 წელს „თბილავიამშენსა” და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმების სამართლებრივი შესწავლის საჭიროებაზე საუბრობს. უშუალოდ შეთანხმებასთან ერთად შესასწავლია სახელმწიფოსთვის კერძო პირის მიერ „თბილავიამშენის“ გადაცემის და სახლმწიფოს მხრიდან მისი კერძო კომპანიაზე გასხვისების საკითხიც. „სახელმწიფოსთვის საზიანო შეთანხმება“ – ასე აფასებს გენერალი საკითხს, რომელიც, მისი თქმით, სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ.
2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით, საქართველომ აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ რემონტის შესაძლებლობა მიანიჭა. ამით საქართველომ დაკარგა პრივილეგია, კავკასიის რეგიონში ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა წარმოების „სუ-25“-ების კაპიტალური რემონტის შესაძლებლობა ექნებოდა.
კობა კობალაძის თქმით, ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო იმას, რომ „თბილავიამშენი“ რეგიონში დაკვეთების ერთ-ერთი უპირობო შემსრულებელი აღარ იყო. მისი თქმით, საქმე უკვე ფინანსური თვალსაზრისით იმდენად მომხიბვლელი გახდა, რომ რეალურად მისი პოტენციალის ნაწილობრივ გასხვისება მოხდა, სადაც, გენერლის ვარაუდით, ფინანსური დაინტერესების საკითხები იკვეთება. კობალაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, საკითხი შესაბამისი უწყებების მხრიდან სამართლებრივი შესწავლის საფუძველი გახდეს.
http://kvira.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9...83%98%E1%83%90/ * * *
მამუკა არეშიძე: წინა ხელისუფლებისა და „თბილავიამშენის” დანაშაულებრივ ქმედებებზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს
„ძალიან გამიკვირდება, თუ პორტალ „კვირას“ პუბლიკაციის შემდეგ, ამით არ დაინტერესდება პროკურატურა და გამოძიება არ დაიწყება. მე მოვუწოდებ პროკურატურას, აუცილებლად გამოიძიოს „თბილავიამშენის“ საკითხი. ეს საქართველოს პრესტიჟის, ეკონომიკური სიძლიერის და თავმოყვარეობის საკითხია“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ მასალას, რომელიც 2010 წელს „თბილავიამშენსა” და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხებოდა.
2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით, საქართველომ აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ რემონტის შესაძლებლობა მიანიჭა. ამით საქართველომ დაკარგა პრივილეგია, კავკასიის რეგიონში ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა წარმოების „სუ-25“-ების კაპიტალური რემონტის შესაძლებლობა ექნებოდა.
„ის ჟურნალისტური კვლევა, რომელიც kvira.ge-მ ჩაატარა, ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც საზოგადოებისგან მადლობა გეკუთვნით“,- აღნიშნა არეშიძემ.
მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ მსგავს გარიგებას „თბილავიამშენი“ სახელმწიფოს გვერდის ავლით ვერ დადებდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის შეთანხმებებით წინა ხელისუფლების დროს ვიღაცამ ძალიან დიდი ფული იშოვა.
http://kvira.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9...83%9A%E1%83%98/
მიმაგრებული სურათი
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...