ჩვენი პრემიერი რომ ამბობს ახალგაზრდება იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების სტილითო, ივარჯიშონო და ა.შ. მაინტერესებს არის ესეთი ადგილები?
სართიჭალა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი საქართველოში, 5 სკოლა და არანაირი გართობის საშუალება
ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი არაა რომ ბიჭებმა ითამაშონ...
ერთი პარკი არაა რომ ბავშვებმა ითამაშონ...
ერთი ქუჩაა განათებული და ისიც აზერბაიჯენლი მოსახლეობისკენ მიდის...
ერთი პატარა საწარმოც არაა რომ ადამიანები დასაქმდნენ და მცირე შემოსავალი მაინც ქონდეთ...
არანაირი კულტურის სახლი ან რამე მსგავსი
ერთი ცეკვის კლუბია სადაც ბავშვები დადიან
90 იანებში ყო ე.წ. კლუბი მაგრამ რა მდგომარეობაშია ნახეთ

სოფელს აწუხებს კანალიზაციის პრობლემა
სოფელს აწუხებს საშინელი ანტი-სანიტარია, გვერდით მინდვრებში ქათმის სკლინტს ყრიან "ასაწყოებენ" და გაუსაძლისია სუნი...
არც გამგებელი, არც მაჟორიტარი არავინ არაფერს არ აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ან აკეთებენ და ვერ აგვარებენ (ეს არ მესმის)
სამაგიეროდ არჩევნების დროს 50 ლარიანს და შემოსახაზ ნომერს აძლევენ მოსახლეობას, სოფლის გაჭირვებიდან გამომდინარე 50 ლარი ცოტა არაა...
არანაირი პერსპექტივა იქ ახალგაზრდობას არ აქვს, არანაირი საშუალება რომ გაერთონ, არანაირი საშუალება რომ განვითარდნენ
მერე გამოვა პრემიერი და იტყვის ნარკომანია საქართველოს პრობლემააო, სხვანაირად როგორ მოხდება თუ რაიმეს არ გააკეთებთ სოფლისთვის?
გზები პრობლემაა, მხოლოდ ორი გზა არის სადაც დაგებულია ასფალტი და დანარჩენი გადათხრილ-გადმოთხრილი
ესეთი სიტუაციია ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, არაფერი არაა, არაფერი...
ამით გინდათ რომ სოფელი განავითაროთ, ესე გინდა რომ სოფელი განვითარდეს ხო



ვინც ხალხზე უნდა ზრუნავდეს ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებენ, ყიდულობენ სახლებს და მანქანებს...ცხოვრობენ კარგად და არჩევნებში 50 ლარს კიდევ მოუმატებ 20 ლარს...
სამაგიეროდ კიდევ რამდენიმე წელი იქნებიან და უფრო მეტს იშოვიან...
სამწუხარო ისაა რომ ამ პრობლემით არავინ არასდროს დაინტერესებულა და სავარაუდოდ არც არავინ დაინტერესდება...
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari