ისრაელელი ბიზნესმენი მეირ შავიტი აცხადებს, რომ მის კომპანიებში ფინანსური პოლიციის ყოფნა კონკრეტული პირის ინტერესებში შედის.
„დააწერინეს ცრუ დასმენა ერთ-ერთ ნაძირალას, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერი წამართვას და გამეფდეს ამ სფეროში თავის მფარველებთან ერთად - ჩემი ყოფილი თანამშრომელია არაკაცი. ომპანიონად ერთ-ერთი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამმართეველოს უფროსის მოადგილე ჰყავს ბირჟაზეც და საქმეებშიც, ის „კრიშავს“ - მათ უკვე ყველაფერი იციან საქმისა და მე კი ვუშლი“, - წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გამოგონილი ჯარიმები იმ იმედით დაუწესეს, რომ ბიზნესმენი შევაჭრებას დაიწყებდა, - „იმას ვინ წარმოიდგენდა, რომ ებრაელი კაცი საგადასახადოსა და ფინანსურთან გარიგებაზე არ წავიდოდა, ამხელა ომსა და შარში ჩაიგდებდა თავს? შეცდნენ. შევაკვდები მაგრამ არაფერს არ დავიბრალებ და არცერთ ლარს... ერთ თეთრს არ გადავიხდით, რაც არ გვეკუთვნის!“.
როგორც შავიტი წერს, პრემიერმინისტრის დავალებებმაც არ გამოიღო შედეგი. იგი ვარაუდობს, რომ „დიდი მფარველია გასვრილი“ და უკან დახევის ამიტომ ეშინიათ.
„ვინც კიდევ საქართველოს საინვესტიციო კარგ ფონზე მელაპარაკოს იმის დედაც... ყრუ მუნჯების ქვეყანაა, სამართალი კი არა ფლავი. ბოზი მაბეზღარა და მექრთამე ლობისტი თუ არა ხარ არ გაიხარებ“.
http://news.ge/ge/news/story/136925-vints-...s-imis-dedats...
ეს ეხლა ხდება თუ მიშას დროინდელია?/?
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org