საპატრულო პოლიციამ 2014 წელს 1 316 006 პირი დააჯარიმა
13:50 05-06-2015
საპატრულო პოლიციამ 2014 წელს 1 316 006 პირი დააჯარიმა 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ 1 316 006 პირის დაჯარიმება მოხდა. საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა სტატისტიკას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
"2013 წლის სექტემბრის თვეში IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა 2011-2013 წლების შესაბამის პერიოდებში დაკისრებული ჯარიმების ოდენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელმაც აჩვენა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი იყო 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 830 187 ლარით (70% -ით).
აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ, 2013 წლის მიწურულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში შევიდა ცვლილება და მთელი რიგი საგზაო წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა შემცირდა.
IDFI დაინტერესდა როგორ აისახა აღნიშნული ცვლილებები 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობაზე და 2015 წლის 26 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 2012-2014 წლებში საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა, მათ შორის ვიდეო ჯარიმათა ოდენობის მოთხოვნით. სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯარიმათა თანხობრივი საერთო ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა და ინსტიტუტს აცნობა მხოლოდ დაჯარიმებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები.
როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით", - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-daajarima.htmlარ ეკარებიან


სად არის ის ხალხი პატრულით ავსებს წაბნელებული ბიუჯეტსო?
აქ სხვა პრობლემაა
კამერები აღარ მუშაობს
ჯარიმები განახევრდა მაყუთის პონტში
ხოდა იმატა ჯარიმებმა
რომ ყროყინებთ უცხოეთში არ არღვევენო
იცით რატომ?
დიდი ჯარიმებია და მიტომ
თვარა კულტურული მუხები და ჭერმები მანდაც აქვთ დარგული
makvalaმაგას რა მნიშვნელობა აქვს რამ იმატა
პირსისხლიანი და ნაბოზარის მეთოდებს იყენებენ
This post has been edited by SPLIYVI on 5 Jun 2015, 17:08