ყველაზე დეპოლიტიზებულებეეე...
„ბარაკ ობამას ხარჯების გარდა, პროკურატურა ითხოვს, ამოვიღოთ, თვითონ პრემიერის ხარჯები, რომელიც მან გაწია ამერიკაში ვიზიტის დროს“
02 ივნისი 19:37679
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ბიუჯეტის არამიზნობრივად გახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
საქმის პროკურორის ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ბრალდების მხარემ მოითხოვა დაცვის მახარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა. მათ შორისაა ბარაკ ობამას ოჯახის საყოფაცხოვრებო ხარჯები.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია კი აცხადებს, რომ აღნიშნულის გარდა, ბრალდების მხარემ პრემიერის ხარჯების ამოღებაც მოითხოვა.
„ბარაკ ობამას ხარჯების გარდა, პროკურატურა ითხოვს, ამოვიღოთ, თვითონ პრემიერის ხარჯები, რომელიც მან გაწია ამერიკაში ვიზიტის დროს. შეგახსენებთ, ეს იყო 16 ადამიანზე დაახლოებით, 560 000 ლარის ოდენობის ხარჯი, სადაც ზუსტად იგივე ხარჯებია“, - განაცხადა ჯანაშიამ.
პროკურორი კი აცხადებს, რომ მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული და სასამართლომ დაუშვებლად უნდა ცნოს.
„თეიმურაზ ჯანაშიას წარმოდგენილი აქვს ეს დოკუმენტები, რომელთა წარმომავლობა არ ჩანს. ანუ არაოფიციალურად აქვს მოპოვებული ეს დოკუმენტები და ეს არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება. მათ უნდა მიემართათ სახელმწიფო ორგანოსთვის და ოფიციალურად გამოეთხოვათ, რაც ამ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.
ამას ვასაბუთებთ ჩვენ და ეს არის პროცესუალური ნორმის დარღვევით მიღებული მტკიცებულება, რაც დაუშვებელია“, - განაცხადა ჩაჩავამ.
http://news.ge/ge/news/story/136715-barak-...hi-vizitis-dros