როგორ ფიქრობთ, ბატონი ბიძინა ჩამშვებია?
„სავალუტო ფონდის მისიის ხელმძვანელმა ითხოვა, პირისპირ დარჩენილიყო პრემიერმინისტრთან“
04 ივნისი 18:29236
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმ შეხვედრას იხსენებს, როდესაც, მისი თქმით, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ბატონი ბიძინა მაშინ პრემიერი გახლდათ, სავალუტო ფონდის მისიასთან. მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, ვესწრებოდი და შეხვედრის შემდეგ, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძვანელმა ითხოვა, პირისპირ დარჩენილიყო პრემიერმინისტრთან და შემდეგ, ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი.
ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ როცა საქმე ეხებოდა მის პირადს, მან დააყენა საზოგადოებრივი პირადზე წინ.
მე არ მაქვს ბანკებთან ამ თემებზე საუბარი, რადგან, მოგეხსენებათ, რომ საბანკო სექტორი არ არის ანგარიშვალდებული ფინანსთა სამინისტროსთან“, - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, ქადაგიძესთან დაკავშირებული თხოვნის შესახებ ივანიშვილმა განცხადება დღეს გააკეთა.
http://news.ge/ge/news/story/136986-savalu...emierministrtanvefxviმოწონებაზე არაა, დავუშვათ ქვეყანას სავალუტო ფონდის დახმარება დასჭირდა, რა პირით აპირებს მერე მაგ ფონდთან მისვლას ბატონი ბიძინა?
This post has been edited by The13thFloor on 5 Jun 2015, 05:08