#44789273 · 4 Jun 2015, 15:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მსოფლიოში სახელმწიფოები მილიარდობით დახმარებას გამოყოფენ მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. უფლის წყალობით საქართველოს ფლორა მდიდარია სამკურნალო მცენარეებით. წინაპრების გამოცდილება გვაძლევს საშუალებას დავამზადოთ უტყუარი სამკურნალო საშუალებები. მედიცინის ისტორიის მკვლევარები, მეცნიერები, ფილოსოფოსები და სხვა საღად მოაზროვნე ადამიანები ანტიკური და წინა ანტიკური პერიოდიდან აღიარებენ საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების არსებობას და მათგან ქართული ხერხით წამლების დამზადებას, მათი ორიგინალურობას და უნიკალურობას. საჭიროა ამ ფაქტის გამოყენება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. გთხოვთ განიხილოთ და გვიპასუხოთ რატო არ იყენებს სახელმწიფო ამ უნიკალურ სიმდიდრეს ქვეყნის საკეთილდღეოდ?
|