კახა კალაძე: თუ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის წინაშე დავდგებით, არც ეს არის პრობლემა!ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგა, პრობლემას ამაში ვერავინ დაინახავს.
„მას მერე მგონი, რაც არჩევნებზე მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა, ნებისმიერი არჩევნები საქართველოში უზარმაზარ სოციალურ სტრესთან იყო დაკავშირებული. ცხადია, ყველანი აცნობიერებთ რამხელა ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს არჩევნები. შესაბამისად, ვადამდელის შესახებ მოლოდინები ან საუბრები, პირადად მე, არამართებულად მიმაჩნია. თუმცა თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენა აუცილებლობის წინაშე დავდგებით, ვფიქრობ არც ეს არ არის პრობლემა. მაგრამ ვისაც რამე არ მოსწონს ხელისუფლების მიერ ჩატარებული მუშაობიდან, ვადამდელი კი არ უნდა ითხოვოს და ამით პოპულისტური ქულები არ უნდა დაიწეროს, არამედ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში იყოს მთავრობასთან, გამოასწორებინოს სადმე თუ გადაცდომაა და სადაც ხელის წაშველებაა საჭირო, წააშველოს, დაეხმაროს. ზუსტად ესაა ტესტი დაგვანახოს, ქვეყნის ნორმალურად განვითარებაზე მზრუნველი რომელი პოლიტიკური ძალა გვყავს. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყანაში უნდა გამრავლდეს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის ფორმატში საუბრისას, სადაც მან მოქალაქეების შეკითხვებს სუპასუხა.
http://reportiori.ge/index.php?menuid=2&id=67455ძალიან ხშირად ისმება შეკითხვები ვადამდელი არჩევნების შესახებ
კალაძეს ახალ ვიდეოდიალოგშიც ამ თემაზე დაუსვეს კითხვა
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში მოვლენების განვითარებამ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამოიწვიოს?
და ვის შეიძლება აწყობდეს მისი ჩატარება?
This post has been edited by gudiani_kaci on 4 Jun 2015, 02:10