ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და ქართულ მხარეს ერგნეთში გადმოსცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მ-ს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ო. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების აქტიური მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა“,- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით) მიმდინარეობს.
http://www.frontnews.ge/ge/news/54713-%E1%...%83%94%E1%83%A1ამ შემთხვევაში ოსები და რუსები ჯიგრები არიან :up:
This post has been edited by VIP Blogger on 12 Sep 2014, 20:46