დასაქმებაში დავწერე მაგრამ ვატყობ აქ უნდა დამეწერა
(მოდერ გთხოვ არ წაშალო, თუ მაინცდამაინც ის მეორე მიაშალე დასაქმებაში რომაა, ბოდიში თავხედობისთვის :-) )
ავიაბილეთების გასაყიდი ვებ-პორტალია გასაკეთებელი ერთ-ერთი ავიაკომპანიისთვის.
ავიაკომპანიაც და ის მეორე კომპანიაც, რომელსაც ამის გაკეთება აკისრია, საზგვარგარეთაა და ამიტომ მუშაობა დისტანციურად იქნება.
ნიმუშად ეს ნახეთ
http://www.airzena.com/ აირზენა SITA Horizon E-Commerce პლატფორმას იყენებს. ჩვენს შემთხვევაში ჯერ დაზუსტებული არაა რომელ e-commerce platform-ს გამოვიყენებთ. საჭიროა ეს პლატფორმა მორგებული იყოს GDS (
global distribution system)-თან სამუშაოდ რომელიც ამ შემთხვევაში ისევ SITA იქნება.
აბა ვის რა იდეები გაქვთ. რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამის გამკეთებელი რომ მოვძებნო. თუ იცით ვინმე ვინც თავს მოაბამს გამაცანით.
ვინც ამის გაკეთების აზრზეა, იცის რა არის საჭირო და გამოცდილებაც აქვს დასაქმდება. ბიუჯეტი და ანაზღაურება მოლაპარაკებით.
წინასწარ დიდი მადლობა