გერმანული გამოგონება, შესაძლოა, საწვავის ეკონომიისთვის საქართველოში დაინერგოს
თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანელი მეცნიერის, კრისტიან კოხის გამოგონების - ICR რეაქტორის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. გამოგონება, რომელიც გერმანელი მეცნიერის მიერაა დაპატენტებული, ICR რეაქტორის საშუალებით ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მავნე გამონაბოლქვის და გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს.
„ - გერმანელმა მეცნიერმა ძალიან საინტერესო გამოგონება შემოგვთავაზა, რომელიც გამოცდილი და აპრობირებულია. გამოგონება უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და მავნე გამონაბოლქვის შემცირებას. ჩვენ დავნიშნეთ ექპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც დადასტურდა როგორც საწვავის ეკონომია, ასევე ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მოცულობის შემცირება. შესაბამისი დასკვნა გადავუგზავნეთ სამინისტროებს, რომლებიც ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები. მათი და ექსპერტების მონაწილეობით ვიხილავთ გამოგონების დადებით მხარეებს და მისი დანერგვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კრისტიან კოხის განცხადებით, ICR რეაქტორის დახმარებით საწვავის მოხმარება 12-დან 20 პროცენტამდე შემცირდება, გამონაბოლქვის დონე კი 65-დან 90 პროცენტამდე დაიკლებს.
„ - რეაქტორი აჩქარებს საწვავის გადამუშავების პროცესს და ასრულებს კატალიზატორის როლს, რათა გამონაბოლქვი იყოს სუფთა. ის 90%-ით ამცირებს მავნე ნივთიერებებს გამონაბოლქვში. ამასთან, ზრდის საწვავის ეფექტურობას და ვიღებთ ეკონომიას. გარდა ამისა, ძველი მანქანის ძრავში წვის პროცესი უარესდება. ამ რეაქტორის საშუალებით კი წვის პროცესი უმჯობესდება და მანქანის გამოყენების ხანგრძლივობაც იზრდება“, - განაცხადა კრისტიან კოხმა.
გერმანელი გამომგონებლის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, სატრანსპორტო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
Tbilisi city hall
რა ვიცი მე ინტერნეტში ვერაფერი ვნახე ამ კრისტიან კოხის აპრობირებული მეთოდის შესახებ. იქნებ თქვენ მიაგნოთ?
თავისთავად კარგი იდეაა, ჩვენი ძველი ავტომობილებით აღარ დავაბინძურებთ გარემოს. მაგრამ საინტერესოა რატომ მაინცდამაინც კრისტიან კოხი? იმიტომ რომ გერმანელია?
მსოფლიოში არსებობს უფრო ეფექტური გამოგონებები საწვავის ეკონომიისთვის. მაგალითად HHO გენერატორები, რომლებიც 40-60 % ეკონომიას იძლევიან. თუ ეს გამოგონება უკვე საშიშია ნავთობღრუტუნებისთვის? წარმოგიდგენიათ, ყველამ თუ დააყენა ეს აპარატი, მათი შემოსავალი ორჯერ შემცირდება
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)