#49527400 · 19 Dec 2016, 21:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თანამედროვეთა გადმოცემით 4 ს.პირველ ნახევარში ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს ქართველთა გაქრისტიანების ლეონტი მროველი ადერკის მეფობას უკავშირებს როდესაც მოციქულებმა ანდრიამ და სიმონ კანანელმა აფხაზეთში და ეგრისში ქრისტიანობა იქადაგა და მუნ აღესრულა სიმონ კანანელი თუმცა ადერკი მეფეს კვლავ წარმართებად მოუქცევია მეგრელნი შემდგომ ავტორს მოთხრობილი აქ მირიან მეფის და ყოველი ქართლის მონათვლა ნინოს მიერ თვით თავის წყაროდ მოქცევაი ქართლისაის წიგნს ასახელებს რომელიც 10 ს. ხელნაწერთა არის ცნობილი,ხელნაწერის ნიშანდობლივი თვისებაა რომ ნინოს ცხოვრება მის საკუთარ ნაამბობადაა მოთხრობილი და ქართლის მოქცევის ყველა პერიპეტიები იმ დროინდელი მოქმედი პირების ჩანაწერადაა წარმოდგენილი. ნინო შთამომავლობით ჰრომი მთავარი ყოფილა,წმიდა გიორგის წამების ჟამს კაპადოკიაში ყოფილა ვინმე ზაბილონი იერუსალიმს პატრიარქად ამ დროს იყო იუბენალი რომელსაც ჰყავდა და სუსანა , ზაბილონს ეს სუსანა ცოლად შეურთავს მათ ჰყოლიათ ასული რომელსაც ნინო დაარქვეს,ნინო 12 წლამდე მშობლებთან იზრდებოდა . 12 რომ შესრულებულა დედ მამას ქონება გაუყიდიათ და მამა მეუდაბნოედ წასულა ხოლო დედა იუბენალ პატრიარქს გლახაკთა მსახურად დაუყენებია. უდედმამოდ დარჩენილი ნინო იერუსალიმში ერთ დვინელ სომეხ ქალთან ცხოვრობდა,ნინო რომ წამოზრდილი თურმე ელენე დედოფალს მოუქცევია ქრისტიანობაზე.შემდეგ ნინო სომხეთში გაქცეულა შემდეგ ნინოს გაუგია მცხეთაში დამარხული ქრისტეს კვართის შესახებ და ჯავახეთით საქართველოში შემოსულა
This post has been edited by Kakha.G on 19 Dec 2016, 22:23
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
|