როგორ მოვნახოთ გაყიდვების აგენტები ?
გაყიდვის რამდენი აგენტი უნდა გყავდეთ ? მართალია, რაც მეტი - მით უკეთესი!
რას კარგავთ ? არაფერს! - ადამიანი ყიდის თქვენს პროდუქტს/მომსახურებას და თქვენ უხდით მას ამაში ფულს. ყველა კმაყოფილია.
მაგრამ ვინ იცის, როგორ მოვნახოთ გაყიდვების აგენტები?
1 - ეძიეთ მსგავსი:
დააკვირდით თქვენს გუნდში წარმატებულ თანამშრომლებს. რა განათლება აქვთ, რომელ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ. როგორია მათი სოციალური წრე. სცადეთ მასეთივე ადამიანი მონახოთ. ხშირად ეს ხერხი ამართლებს.
2 - მოიყვანე მეგობარი:
შესთავაზეთ თქვენს თანამშრომლებს მეგობრის მოყვანა. შესთავაზეთ მათ ასეთი პირობა: თუ ადამინი, რომელსაც თქვენი თანამშრომელი უწევს რეკომენდაციას, გაივლის გამოსაცდელ ვადას - თქვენი თანამშრომელი პრემიის (ან სახელფასო დაამატის ) სახით მიიღებს X ლარს.
3 - სოციალური ქსელები:
უბრალოდ დაპოსტეთ თქვენი ვაკანსია და სთხოვეთ მეგობრებს და თანამშრომლებს დაალაიქონ და დააკომენტარონ.
4 - ვაკანსიის გამოცხადებაც რეკლამაა:
დაკვირვებულხართ როგორ აცხადებენ ცნობილი კომპანიები ვაკანსიებს (Google, Apple, Facebook ... )? როგორ ეძებენ ისინი კრეატიულ, წარმატებულ, მიზანდასახულ ადამიანებს? წაიკითხეთ, როგორ აღწერენ ვაკანსიებს. ეს უნდა იყოს განცხადება და უნდა იყოს რეკლამაც. აუხსენით ხალხს თუ რატომ უნდა იმუშაონ თქვენთან. აღწერეთ ვაკანსია ისე, რომ ადამიანს უნდოდეს მუშაობა. დააინტერესეთ.
5 - ადამიანების ძებნაში თავადაც მიიღეთ მონაწილეობა:
არ არის საკმარისი უბრალოდ განათავსოთ ვაკანსია. წარმატებული გაყიდვის აგენტის ნახვა ადვილი არ არის. ვაკანსიის უბრალო აღწერით მათ ვერ დააინტერესებთ - თავად უნდა დაუკავშირდეთ. მონახეთ ვებ-გვერდები, სადაც განთავსებულია რეზიუმეები.
ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი ვიცი: www.hr.ge
6 - არ შეწყვიტოთ ძიება:
მუდამ და ყოველთვის უნდა ეძებდეთ - გქონდეთ გამოცხადებული ვაკანსია. ეს ახალი თანამშრომლების მონახვის საშუალეაბას მოგცემთ და არსებული თანამშრომლები კი ტონუსში იქნებიან.
7 - ინადირეთ ვარსკვლავებზე:
სარეკლამო აგენტების გუნდს სჭირდება ვარსკვლავი - ადამიანი, რომელიც მთელ გუნდს სტიმულს მისცემს, რომ უკეთესი შედეგები ჰქონდეთ, აჩვენებს მათ თუ როგორ შეიძლება, რომ მეტს მიაღწიო. ასეთი ადამიანი შეიძლება კონკურენტს ყავდეს - გადმოიბირეთ ის თქვენთან აუცილებლად.
8 - ჩაატარეთ გუნდური გასაუბრებები:
შეუძლებელია თითო კანდიდატთან 1 საათიანი გასაუბრების ჩატარება. მსურველი ხომ ძალიან ბევრი იქნება. თქვენ დაიღლებით და შეიძლება რამე მნიშვნელოვანი დეტალი გამოგეპაროთ. ამიტომ, ჯობია 5-10 ადამიანი ერთად დაიბაროთ გასაუბრებაზე. ჩაუტარეთ ტესტირება, მიიღაბინეთ ბიზნეს-თამაშებში მონაწილეობა, სიტუაციების მოდელირება. ასე უფრო ადვილად გამოავლენთ საინტერესო პიროვნებას.
9 - შეავსეთ რეზერვები:
გქონდეთ საინტერესო კანდიდატების რეზიუმეთა ბაზა. შეიძლება დღეს მას ვიღაცამ აჯობა და სხვა აიყვანეთ, მაგრამ სამომავლოდ ხომ შეიძლება რომ ისევ დაგჭირდეთ ახალი თანამშრომელი? ნუ ეტყვით უარს, ჯობია უთხრათ, რომ თქვენ შეინახავთ მის მონაცემებს და დაუკავშირდებით მაშინ, როდესაც ისევ გამოცხადდება ვაკანსია.
10 - გახსენით მინი სასწავლო ცენტრი:
გამოაცხადეთ უფასო ან თუნდაც ფასიანი კურსები გაყიდვების აგენტებისთვის, სადაც თქვენი გამოცდილი თანამშრომლები შეადგენენ სასწავლო პროგრამას და ასწავლიან სხვებს. საკმარისია ერთი თვე და თქვენ უკვე გეყოლებათ გაყიდვების ახალი აგენტები, რომელთაც საჭიროებისამებრ თქვენთან დაასაქმებთ.
გაყიდვების აგენტებს თავადაც შეუძლიათ ზრუნვა თავის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ჩვენს პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მათ ამაში აუცილებლად დაეხმარება.
11 - განათავსეთ თქვენი ვაკანსია სპეციალურ პორტალებზე, სადაც ასწავლიან გაყიდვებს:
ვაკანსია გაყიდვების აგენტების შესახებ შეგიძლიათ განათავსოთ ჩვენს პორტალზე. მოგვწერეთ თქვენი ვაკანსია, მოთხოვნები კანდიდატების მიმართ და მიუთითეთ განთავსების ვადა. ვაკანსიას ნახავენ უშუალოდ გაყიდვების აგენტები - თქვენთვის საინტერესო კანდიდატები, ისინი ხომ აქ ხვეწენ თავიანთ პროფესიონალიზმს. თქვენი განცხადება განთავსდება აქ:
http://www.salesmaster.ge/index.php/vacancies თქვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსია ასევე გამოქვეყნდება ფეისბუქის სოციალური ჯგუფში
https://www.facebook.com/groups/salesmastergeo/