ეს ინფორმაცია ინტერპრესნიუსს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს გაიგეთ ახლა აქ აბა თავი და ბოლო?
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/33...orcieldeba.htmlახალქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
ახალქალაქში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, უახლოეს ხანში ქალაქის ორ კომპაქტურ დასახლებაში 22 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება.
"პროექტების ფარგლებში ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს, მოეწყო ტროტუარები და ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა საკანალიზაციო ჭები, დაგეგმილია ასევე შიდა ეზოების მოწესრიგება და გაზონების მოწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ორივე პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ 70 ათასი ლარი მოხმარდება. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 კილომეტრი სიგრძის გზას. შედეგად აღნიშნული უბნების კეთილმოწყობილი გზით ქალაქში მცხოვრები 11 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
ანუ ახალქალაქები რომ იკითხავენ სადაა აბა გზაო ეს აქ კი არა ბოჯომში იყოო და ბორჯომელები რომ იკითავენ ეს აქ არა ახალქალაქში იყოო )))