ვერ მოგატყუებენ?..
2500 წელია გატყუებენ და ეხლა ვითომ რატომ ვერ მოგატყუებენ?.. :ბორიაივანოვისსმაილი:
ბონუსი: კუბოები მზად არის -
http://pirveliradio.ge/?newsid=48830 46 კუბო - ჩუღურეთის გამგებლის წინმსწრები მუშაობა 
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის“ დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის და ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების ფაქტს აკრიტიკებს. ხაბეიშვილის ინფორმაციით, იმის მაგივრად, რომ მერმა და გამგებელმა ცოცხალ ადამიანებს მიხედონ, წინასწარ ყიდულობენ კუბოს და სუდარას.
,,დავით ნარმანიამ ჩუღურეთის გამგებელთან ერთად "ანგარიში" ჩააბარა მოსახლეობას როგორ "კარგად" იმუშავეს. ფაქტები სხვა რამეს ამბობენ . რას ეძახის მერი კარგ მიშაობას ?! იმას, რომ ცოცხალი ადამიანებისთვის წინასწარ ყიდულობს გამგებელი სუდარას და კუბოს ?! ერთ- ერთი ბოლო ხელშეკრულება გამგეობამ სწორედ ამ მომსახურეობაზე გააფორმა. იმის მაგივრად ცოცხლებზე იზრუნონ , გზებს , ინფრასტტუქტურას, სოციალურად დაუცველებს, პენსიონრებს და კიდევ უამრავ პრობლემას მიხედონ იმაზე "ზრუნავენ" ჯერ ცოცხალი ადამიანები მომავალში როგორ დამარხონ,“- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბარში.
