http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...shs-vukhdi.htmlდღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ სტატია, რომელიც გამოქვეყნდა "კვირის პალიტრაში". არც ამ ინტერვიუში და არც მერე მე, ჩვენი მხარის მაჟორიტარი დეპუტატები - ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი და ბატონი მირიან წიკლაური არ მომიხსენებია როგორც დამნაშავე. მაგრამ რადგან ჩემმა განცხადებამ გააჩინა ინტერპრეტაციის საშუალება, მე მათ თქვენი საშუალებით დღეს ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა კობა არაბულმა.
რაც შეეხება ტენდერებს, გუბერნატორის მოადგილის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მუშაობას ერთობლივად გააგრძელებენ.
"ეს არის ძალიან სერიოზული თემა და დღეს შევთანხმდით, რომ მუშაობას ერთობლივად გავაგრძელებთ. პრობლემებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, ერთობლივად გამოვავლენთ და ერთად ვნახავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს", - აღნიშნა კობა არაბულმა.
"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა არაბულმა ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე ისაუბრა.
უტრაკო თუ ხარ თავიდანვე ენა უნდა ჩაიგდო კაცმა ისე, თუ არა და ბოლომდე უნდა გაატრაკო.