"ეკლესიას არ აქვს ამხელა გადასახდის გადახდის საშუალება" - კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს შეიძლება ელექტროენერგია გაუთიშონ
"ეკლესიას არ აქვს ამხელა გადასახდის გადახდის საშუალება" - კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს შეიძლება ელექტროენერგია გაუთიშონ
06-06-2015
აზერბაიჯანში, კახის წმინდა გიორგის სახელობი მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი ჩანაწერი გამოაქვეყნა:
"დღეს გამახარა შუქის ინკასატორმა, დენის გადასახადი მოვიდა 603,61 მანათი, ჯერ გვეუბნებოდნენ უფასოაო, მერე აღმოჩნდა, რომ ფასიანი ყოფილა. არ ვიცი, ეს თანხა საიდან უნდა გადავიხადო, ეკლესიიას არ გააჩნია ეს თანხა, დამხმარე არავინ გვყავს, თუ კი ვინმე შეძლებს მცირედით მაინც დაგვეხმაროს... ეს თანხა, როგორც ჩანს, რამდენიმე წლის დაგროვილი გადასახადია, არადა, აქამდე გვატყუებდნენ, რომ უფასო იყო. უაღრესად ჭირს გადასახადების გადახადა. გთხოვთ გაგვიწიოთ დახმარება, თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ. ბოდიში კიდევ ერთხელ შეწუხებისთვის."
ჩვენ დავუკავშირდით მამა დემეტრეს და კომენტარი ვთხოვეთ:
- 603,61 მანათი, ქართულ ვალუტაში 1200 ლარია. სამწუხაროდ, ჩვენ ამ თანხის გადახდის საშუალება არ გვაქვს. ის, ვინც დაგვპირდა, რომ შუქის გადასახადს გადაგვიხდიდა, ახლა აღარაფერს ამბობს, არაა გამორიცხული რამდენიმე დღეში შუქი გაგვითიშონ.
- მამაო, სხვა დროს, თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაგპირებიან და ასე გაუკეთებიათ?
- ვინ დაგვპირდა, ამის თქმისაგან, თავს შევიკავებ, მაგრამ ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, ოღონდ მაშინ იყო გაზის გადასახადი - 1400
მანათი და მაშინ როგორღაც გადავიხადეთ. ერთადერთი, კეთილი ადამიანების იმედიღა მაქვს, რომ გვერდში ამოგვიდგებიან და ქართულ ტაძარს ელექტროენერგიის გარეშე არ დატოვებენ. ეს სირცხვილი იქნება, თორემ წირვა-ლოცვას სანთლის შუქზეც ჩავატარებთ, ისე, როგორც ჩვენი წინაპრები ატარებდნენ, ხოლმე.
სამწუხაროდ, გარკვეულ მიზეზთა გამო არც ტაძარს და არც მამა დემეტრეს საბანკო ანგარიში არ აქვთ. თუ ვინმეს დახმარების სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირადად მამა დემეტრეს, სოციალური ქსელის საშუალებით:
https://www.facebook.com/demetre.t.demetreპ.ს. ცუდია, როდესაც სახელმწიფო ასეთი თემების იგნორირებას აკეთებს. ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანში მოქმედი საქართველოს საელჩოს მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო, რათა იქ მცხოვრებმა ქართველმა მართლმადიდებლებმა თავი დაჩაგრულად არ იგძრნონ.
http://www.kvirispalitra.ge/public/25373-q...gauthishon.html