http://news.ge/ge/news/story/137195-gamoig...-afiorebisatvisასე შენდება საქართველო
ივანაშვილის დაბრუნება მოწმობს იმაზე, რომ მეოცნებეები უკვე მძიმე არტილერიის მოხმარებით ემზადებიან არჩევნებისათვის. ვგონებ ყველას თუ არა, ბევრს ესმის, რომ მათი გამარჯვება იქნება ქვეყნისთვის სრული და აბსოლუტური კატასტროფა. მაშინ უკვე არაფრის იმედი არ დაგვრჩება და საქართველი იქნება გაძარცული და განადგურებული ქვეყანა, ეკონომიურად ნაურუს ან ტოკელაუს დონეზე და, ვეჭვობ, , დამოუკიდებელ სახელმწიფო დარჩეს.
ივანაშვილი და ღარიბაშვილი ერთობლივად ძარცვავენ საქართველოს ბიუჯეტს და არავითარი სექვესტრი ამას არ გამოასწორებს. ყველას ვურჩევ წაიკითხოს შესანიშნავი გამომძიებელ-ჟურნალისტის (investigative journalist), ვალდიმერ ივანიძის (Vladimir Ivanidze) გამოკლვევა მათი ერთერთი კრიმინალური შეთანხმების შესახებ. ამ შეთანხმების მიხედვით საქართველოს ბიუჯეტიდან გადის ათობით ათასი დოლარი არარსებული ორგანიზაციის ჯიბეში ვითომდა ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ გამოკვლევის დაწვრილებითი ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ ივანიძის გვერდზე. ბევრს, დარწმუნებული ვარ, წაკითხულიც ექნება, მაგრამ საჭიროა, რომ ეს გამოკვლევა ქართულ მედიაში გახმაურდეს. ეგებ გამოჩნდეს ვინმე გაბედული ჟურრნალისტი, რომელიც შესძლებს ამის გაკეთებას და საჯაროდ პასუხის მოთხოვნას.
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org