შემახსენეთ ერთი რისთვის ჩასვეს ციხეში მერაბიანცი
„ლანჩხუთის ხელისუფლება „ქართული ოცნების" აქტივისტებს ბიუჯეტიდან აფინანსებს“
06 ივნისი 19:31115
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სცენარისტი და რეჟისორი ნანა შაინიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკაროთა და შეჭირვებულთა დასახმარებლად შემოღებულ "ქირავნობის პროგრამაშია" ჩართული. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.
როგორც გამოცემას ლანჩხუთის გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, ყოველთვიურად ნანა შაინიძეზე, საცხოვრებელი სახლის ქირის საფასური, 100 ლარი ირიცხება.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნანა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, საცხოვრებელ სახლს ფლობს, მას, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში, ე.წ. "საავადმყოფოს ბინებში", საცხოვრებელი ფართი უქირავა.
გავრცელებული ინფორმაციით, შაინიძე "ქართული ოცნების" ადგილობრივი აქტივისტია და არსებული, არაოფიციალური ინფორმაციით, ის ერთადერთი არაა, "ქართული ოცნების" რიგებიდან, ვინც ამ პროგრამით სარგებლობს.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ "ქირავნობის პროგრამაში" შეჭირვებულების ნაცვლად, მრავლად გვხვდება "ქართული ოცნების" აქტივისტები, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ზრდის.
როგორც, ჩვენ, ლანჩხუთიდან გვატყობინებენ, მმართველ კოალიციას, აქტივისტების "შესანახი" ფული თბილისიდან აღარ მიეწოდებათ და მისი ხელმძღვანელობა, პარტიის ბირთვს, ამ გზით ინარჩუნებს.
„გურიის მოამბე" ამ თემაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს, თამარ ფირცხალაიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან, ჩვენს სატელეფონო ზარებს, არ უპასუხა“, - წერს ადგილობრივი მედიასაშუალება.
http://news.ge/ge/news/story/137202-lanchk...idan-afinansebs