საქართველოში მხოლოდ ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება იქნება დასაშვები საქართველოში მხოლოდ ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება იქნება დასაშვები საქართველოში მხოლოდ ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება იქნება დასაშვები. იურიდიულ პირს, როგორც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს, ფულადი გზავნილის მიღება და გაგზავნა ეკრძალება.
შესაბამისი ახალი ნორმა "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" კანონს ემატება. პროექტის ავტორი საქართველოს ეროვნული ბანკია, ინიციატორი – მთავრობა. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, იცვლება ფულადი გზავნილის დეფინიცია.
"არსებული პრაქტიკით, ხშირია უცხო ქვეყნიდან განხორციელებული გზავნილები, როდესაც გზავნილის გამოგზავნა იურიდიული პირის მიერ ხდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული განმარტების მიხედვით, ფულადი გზავნილი არის საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელი და მიმღები შეიძლება მხოლოდ ფიზიკური პირი იყოს, ვერ ხერხდება მათთვის ფულადი გზავნილის სტატუსის მინიჭება და მისი ერთიან სტატისტიკაში ასახვა. აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა ასეთი ტიპის გზავნილი ფულადი გზავნილის განმარტების ქვეშ მოექცეს და ერთიან სტატისტიკაში ასახვას დაექვემდებაროს. პარალელურად კონკრეტდება, რომ საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურება ფულადი გზავნილებით. იურიდიულ პირს, როგორც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს, ეკრძალება ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა", - ნათქვამია პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, პროექტით კანონს ახალი მუხლი ემატება, რომელშიც საგადახდო სისტემაზე წვდომის კრიტერიუმი გაიწერა – კერძოდ, სისტემის ოპერატორი არ არის უფლებამოსილი სისტემის მონაწილეებს ისეთი მოთხოვნები დაუდგინოს, რაც მათ არათანაბარ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...dasashvebi.htmlრა ხდება?
იქნებ ვინმემ,გასაგები ენით ახსნას რას ნიშნავს ყოველივე ეს?
This post has been edited by tintoreto on 27 Feb 2015, 14:42
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი