მოგეხსენებათ, ჩვენმა სასიქადულო მთავრობამ და პრეზიდენტმა, წარმატებით დაამთავრა ნაციონალების მიერ დაწყებული დიდი სამამულიშვილო საქმე, და მრავალწლიანი მოლაპარაკების მიერ მიაღწია უდიდეს დიპლომატიურ წარმატებას, გადაარქმევინა იაპონიის პარლამენტს "გურუჯია" და მის მაგივრად დაარქმევინა "ჯჲოოჯჲა". . . .
რითაც კიდევ ერთი ლახვარი ჩასცა ღრუსეთს და ღრუსულ ენას, ვინაიდან საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ტერმინი გურუჯია იაპონიაში რუსული ენიდან შევიდა. . . .
მართალია, ამავე დროს ჩვენმა პოლიტიკოსებმა გვერდი აუარეს ავთენტიკურ ტერმინს "საკარუტუბერო", ან "საკარუტუვერო" (საქართველო) და "გურუჯიას" ანგლოფილური ვარიანტი "ჯეორჯია" არჩიეს, მაგრამ ეგ მცირე წვრილმანი, ამხელა დიპლომატიურ წარმატებასთან რა მოსატანია?!
ამხელა მეგობრობის დასამტკიცებლად, ჩვენც ხომ უნდა გავუწოდოთ ხელი იაპონიას და იგივე სიკეთით გადავუხადოთ?
არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ტერმინი "იაპონია" ქართულ ენაში შემოსულია ღრუსული ენიდან, ხოლო თვითონ იაპონელები თავიანთ ქვეყანას ეძახიან "ნიჰონ" ან "ნიპპონ"-ს. . . .
ამიტომ, მიმაჩნია რომ მეგობრობის ნიშნად ჩვენმა პარლამენტმაც უნდა განიხილოს "იაპონიის"-თვის სახელის გადარქმევის საკითხი და ჩაანაცვლოს ან ავთენტიკური ტერმინით "ნიჰონ" - ან "ნიპპონ". . . .
ან ანგლოფილური ვარიანტით "ჯაპან". . . .
ეს იქნება ისტორიული სამართლიანობა და მეგობრებისთვის სიკეთის არ დავიწყება. . . .
მაინტერესებს თქვენი ვერსია, რომელი სახელი სჯობია და დასაბუთება.
This post has been edited by karlsoni on 11 Jun 2015, 13:43
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/