#44948381 · 21 Jun 2015, 20:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მჭირდება ფსიქიატრის დახმარება...... ჩემს შვილს, რომელიც არის 19 წლის დეპრესია აქვს - ეს ჩემი შეფასებით, თუმცა შესაძლებელია სხვა ფსიქოლოგიური დარღვევა ჰქონდეს. სულ დაძაბულია, პრაქტიკულად ვერ დაელაპარაკები - გვიყვირის ოჯახის წევრებს, აბსოლიტურად არ გვიჯერებს არაფერს, ხშირად ეცვლება შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთობა დაძაბული აქვს თითქმის ყველასთან, სახის გამომეტყველება და ხელებით ჟესტიკულიაცია აქვს დაძაბული. თუ არ დაეთანხმე რაიმე საკითხში აგრესიული ა და არ გისმენს საერთოდ. თხოვნა და მუდარა, რომ ექიმთან წამოვიდეს არ სურს და არ უნდა - ფიქრობს, რომ არაფერი სჭირს და კარგად არის.... მითხარით როგორ მოვიქცე ან ვის მივმართო.
|