ტანკე
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 66977
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05
|
#3652618 · 26 Aug 2006, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არც კი ვიცი საიდან დავიწყო და როგორ დავიწყო.შევეცდები სულ თავიდან დავიწყო... ამ თამაშის საყურებლად ღამის ათ საათზე 1 კილომეტრი გავიარე ფეხით სრულ სიბნელეში ,9-ის მერე ამ ადგილას აღარ დადიან მარშუტკები,სადაც თითქმის ყოველ ღამე ხდება ძარცვები და დანით დაჭრები...არ შემეშინდა,რადგანაც ბარსა ზედმეტადაც მიყვარს...მაწანწალა ძაღლებით გატენილი ტერიტორიაც უშიშრად გავიარე,არადა ღამე ძაღლების არანორმალურად მეშინია...ყველაფერი გადავლახე და ტრასაზე გავედი,ტაქსი დავიჭირე და აჭარისკენ გავემართე.ნუ ფულის დედაც ტაქსი ტუდა აბრატნა,მთავარი იყო ჩემი საყვარელი გუნდისთვის მეყურებინა...მივდივარ ტაქსით და რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს,საშინლად ვარ დაგრუზული,გზაში ხმა არ ამომიღია,მარჯვენა ხელზე დაყრდნობილი მაქვს თავი და ღია ფანჯარისკენ მიცქერილი რაღაც უაზრობებზე ვფიქრობ...ვერ გამიგია რატომ. როგორც იქნა მივაღწიე აჭარამდე,ჩავედი და სკამზე მოვკალათდი,საშინლად მცხელა,ოფლში ვიწურები...მეზობელ მაგიდაზე ერთ ტოტალიზატორშიკს ვკითხე,მარტო მე მცხელა თუ აქ მართლა ძალიან ცხელა მეთქი? არა მარტო შენ გცხელაო,ტოტალიზატორშიკის ხმით მიპასუხა...არ მესიამოვნა,წინათგრძნობა ისევ საშინელი მაქვს,დაგრუზული ვარ უკიდურესობამდე,არადა ბედნიერი უნდა ვიყო,მე ხომ პირველად უნდა ვნახო ამ სეზონში ჩემი უსაყვარლესი გუნდის თამაში,იმ გუნდისა,რომელზეც მაფანატებს და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს. და აი რთავენ რტრ სპორტს და იწყება თამაში,ხმა საკმაოდ მაღალზეა აწეული,მაგრამ რტრ სპორტის კომენტატორის მოსმენის თავიც არ მაქვს რატომღაც,ვახ რა მემართება,გავიფიქრე ჩემთვის,აბა აბა ეხლა კონცენტრაცია,ვუთხარი ჩემს თავს და სერიოზული გამომეტყველებით მივაცქირე მზერა ტელეეკრანს...მაინც დაგრუზული ვარ...მოედანზე დავინახე ჩემი გუნდის ფეხბურთელები და რა თქმა უნდა გულისცემა ამიჩქარდა...შემადგენლობაც დაიწერა ეკრანზე და რაღაც საშინლად არ მესიამოვნა:ვალდესი,ბელეტი,მარკესი,პუიოლი,სილვინიო,ჩავი,მოტა,დეკო,რონალდინიო,მესი,ეტოო...სად არის ძამბროტა? სად არის ტურამი? ან სად არის ჟული? აა ხო,ისინი სათადარიგოთა სკამზე ზიან,ირონიულად გამეღიმა და რაიკაარდისკენ მივმართე მკაცრი მზერა. ...იწყება მატჩი,ბურთი სევილიელებმა შეიყვანეს თამაშში.პირველი ხუთი წუთი ბარსა მოედანზე პრაქტიკულად არ იყო,ხო სწორედაც რომ ბარსა არ იყო,საკუთარ ნახევარზე უაზრო გადაცემები,ნელი ტემპი,ბურთის დამუშავების წუნი,არაზუსტი პასები და მივხვდი,რომ ამ თამაშში რაღაც საშინელი მოხდებოდა...უფრო მეტად დავიგრუზე,მაგრამ ახლა უკვე ვიცოდი ჩემი დაგრუზვის მიზეზი რაც იყო.სევილიელები ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ,მათ მიჰყავდათ თამაშის მსვლელობა და მეშვიდე წუთზე ჩვენს კარში გატანილი გოლი ძალიან ლოგიკური იყო.ეს ასეც უნდა მომხდარიყო.არა ვალდესს არაფერში ვადანაშაულებ,მან თითქმის ყველაფერი ზუსტად გააკეთა მთელი მატჩის განმავლობაში,მისი ბრეალი არ იყო,რომ ბარსას მცველები ტრანსში იყვნენ.ბელეტის არაფერი ღირებული არ გაუკეთებია,მან თავი დამამახსოვრა არაზუსტი ძლიერი პასებით და არსწორი გადაწყვეტილებების მიღებით მოედანზე...მარკესი,ო ღმერთო მარკესი...ეს მისი უსაშინლესი თამაში იყოს ბარსას რიგებში,ყოველ შემთხვევაში რაც მე მაქვს ნანახი,მე კი ბევრი მაქვს ნანახი.მარკესი იყო აბსოლუტური ნული.მან ყველა ორთაბრძოლა წააგო,პირველ და მეორე სართულებზეც,მონაწილეობა მიიღო ცუდი გაგებით პირველ გაშვებულ გოლში და მეორე გოლი მთლიანად მის სინდისზეა.აკეთებდა არაზუსტ პასებს,მოედანზე ზანტად გადაადგილდებოდა,პოზიციურად სულ არაზუსტად თამაშობდა და თავისუფლად შემიძლია ვთქვა,რომ ეს იყო მარკესის უცუდესი მატჩი მისი ბარსაში მოღვაწეობის მანძილზე.პუიოლიც ვერ იყო სამწუხაროდ მოწოდების სიმაღლეზე,პირველ გოლშიც მიუძღვის წვლილი და მესამე გოლი მთლიანად მის კისერზეა,ძალიან ბევრი ორთაბრძოლა წააგო და პოზიციურადაც ძალიან სუსტად ითამაშა.სილვინიოც სუსტად გამოიყურებოდა,თუმცა მარკესის და პუიოლის ფონზე მისი სუსტი მხარეები ისე არ ჩანდა გარეშე თვალისთვის.ჩავი---კომენტარის გაკეტებაც კი მიჭირს,ეს იყო ჩავის უცუდესი თამაში ალბათ ბოლო 4 წლის მანძილზე.არ ვიცი რა მოხდა,გაოგნებული ვუყურებდი,პასებს აძლევდა ძალიან არაზუსტს,ტყვიასავით ძლიერს და ბურთს კარგავდა ნ რაოდენნობით.კარგი ქნა რაიკაარდმა რომ შეცვალა ის მეორე ტაიმში.მოტა ხომ საერთოდ ნერვების შლა იყო,მარტო უხეშობდა,ბურთს კარგავდა ელემენტარულ სიტუაციებში და ნორმალური არაფერი გაუკეთებია.დეკო პრაქტიკულად არ იყო მოედანზე,რამდენჯერმე მოვკარი თვალი და ისიც მაშინ,როცა არბიტრი დეკოს აჯარიმებდა უხეში თამაშისთვის.მოედნის ცენტრი პირწმინდად წავაგეთ და ბოლოს ეს როდის და რომელ გუნდთან მოხდა ვერ ვიხსენებ.მესი ცდილობდა რაღაცეებს,მეორე ტაიმში ცოტა უმატა,მაგრამ ეს მესი მაინც არ იყო,პირველ ტაიმში ძალიან ბევრჯერ კარგავდა ბურთს გინდ არაზუსტი პასებით და გინდ სევილიელთა მცველების და ნახევარმცველების პრესინგის გამო.რონალდინიოზე რა უნდა ვთქვა? უკვე სერიოზულად მაღიზიანებს.ბარსა რამდენჯერმე წავიდა რიცხობრივი უმეტესობით კონტრშეტევაში და რონალდინიომ ყველა შეტევა "ჩაშალა",ხან უაზრო ფინტები დაიწყო ბურთის გარშემო,იმის ნაცვლად რომ პასი მიეცა ეტოოსთვის ან მესისთვის და ხანაც ტყვიასავით არაზუსტი პასები აკეთა ეტოოსკენ,ხანაც უკან პასები აკეთა სევილიელი მცველებისკენ.ბურთი იცით რამდენჯერ დაკარგა?თითქმის ყოველთვის იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს გასული წლის ჩემპიონთა ლიგის მვპ. მან თუ ასე გააგრძელა,მაშინ წინააღმდეგი არ ვიქნები რაიკაარდმა სათადარიგოზე დასვას,თუმცა ვერ ვიჯერებ რომ ასე გააგრძელებს.ჯარიმები რონალდინიოს შესრულებით ხომ მთლად კატასტროფა იყო,მესამე იარუსი რომ ყოფილიყო მონაკოს ლუი მეორის სტადიოზე,ალბათ იმ ბურთს გულშემატკივარი იქ დაიჭერდა.ეტოოც ჩრდილში იყო,ძალიან ზანტად მოქმედებდა,ბურთს ხშირად კარგავდა და სისწრაფეშიც მოიკოჭლებდა.შეცვლებზე გამოვიდნენ ინიესტა,ჟული და გუდიონსენი.ინიესტამ ბევრი ვერაფერი გააკეთა,მარტო მისი ერთი შორეული დარტყმა დამამახსოვრდა,ჟულიც ფაფხურობდა და ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთა,გუდიონსენის თამაშითაც უკმაყოფილო ვარ,ფეხზე ძლივს იდგა,სულ იქცეოდა,გარდა ამისა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა,ერთი პრაქტიკულად 100%-იანი მომენტი გამაზა თამაშის ბოლოს.ფრენკს კი ორიანს ვუწერ,მან თავის ვიზავისთან ხუან დე რამოსთან პირწმინდად წააგო ბრძოლა და სევილიამ დამსახურებულად მოიგო 3-0.არ მახსოვს უკანასკნელად ბარსა დამსახურებულად რომელ გუნდთან დამარცხდა ,თანაც დიდი ანგარიშით,მაგრამ ყველაფერი ლოგიკურად და სამართლიანად მოხდა გუშინ.სევილიის მეორე გოლიც ძალიან ლოგიკური იყო და უბრალოდ დამცინავი გოლი გაგვიტანეს.ვალდესს არ ვადანაშაულებ,მარკესის სინდისზეა ეს გოლი.მესამე გოლი კი მეორე ტაიმში გაგვიტანეს პენალტით და აქ პუიოლს მიუძღვის ლომის წვლილი .სევილიას შეეძლო კიდევ 3 გოლის გატანა,მაგრამ 3-0-იც საკმარისია.3-0-ზე სევილიამ შეტევა განახორციელა,პირდაპირ გაოგნებული ვუყურებდი ტელევიზორს,არ მახსოვს ვინ იყო,მაგრამ ტიპმა ბარსას მთელი დაცვა მოატყუა და ცოტა დააკლდა 4-0 რომ გაეხადა ანგარიში.მართალია ბარსას თანგადაკლული ქომაგი ვარ,მაგრამ მაგ ეპიზოდში მინდოდა სევილიას მეოთხეც გაეტანა,მსოფლიო ფეხბურთი ერთ შედევრალურ გოლს შეიძენდა. ასეა თუ ისე ბრავო სევილიას,ამ გუნდმა თუ ასე გააგრძელა,მაშინ პრიმერას მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება,მაგრამ ვიცით ყველამ რომ ასე ვერ გააგრძელებს,არც ბარსა გააგრძელებს ასე.სევილიამ ბარსა ყველა კომპონენტში დაჯაბნა:ისინი უკეთ იყვნენ მოტივირებულები,ფიზიკურად უკეთ იყვნენ მომზადებულები და ხუან დე რამოსის ტაქტიკამ პირწმინდად მოუგო რაიკაარდის ტაქტიკას სამწუხაროდ.თამაშს ვუყურებდი და ვერ წარმომედგინა,თუ რის ხარჯზე აპირებდა ბარსა თუნდაც ერთი გოლის გატანას მაინც.სევილიამ არნახულად ძლიერი კატენაჩო ითამაშა,პირდაპირ აღფრთოვაქნებული ვარ,საღოლ.რა თქმა უნდა მათ მეტი მოტივაცია ჰქონდათ,მაგრამ ბარსა უნდა შეეჩვიოს იმ აზრს,რომ ევროპის ჩემპიონების წინააღმდებ წელს ყველა გუნდი ასეთი მოტივაციით ითამაშებს. ახლა წავა უაზრო საუბრები იმის შესახებ,რომ ეს ჩაწყობილი იყო და სევილია ორივე თამაშს მისცემს ბარსას პრიმერაში,მაგრამ მე ამ ზღაპრების არ მჯერა,უბრალოდ გუშინ სევილია ბარსას ორი თავით აღემატებოდა და დამსახურებულალადაც გაანადგურა კატალონიური გრანდი.კი საეჭვო იქნება,თუ ბარსა სევილიას ორივე თამაშს მოუგებს,ისიც საეჭვოა,რომ გუნდმა,რომელმაც სამი დღის წინ მიუნხენის ბაიერნი გაანადგურა 4-0,აგებს სევილიასთან ანგარიშით 3-0-ს,მაგრამ ვინც ამ თამაშს უყურა,ალბათ დამეთანხმება,რომ არანაირი ჩაწყობა,სევილია მთელი ორი თავით მარლა იდგა ბარსაზე. ძალიან დამწყდა გული,ეს უბრალოდ ერთი მატჩის წაგება არ იყო,ეს თასზე იყო თამაში და ბარსას არ ჰქონდა უფლება გულშემატკივარი ასე გაენაწყენებინა.3-0 წაგებას არ ვგულისხმობ,წაგებაც არის და წაგებაც,ასე უღიმღამოდ და უჯიგროდ ითამაშო თასზე,ფინალში,ეს უბრალოდ რბილად რომ ვთქვათ ძალიან საწყენია.იმედია საკონტინენტთაშორისო თასისთვის ბარსა მანამდე შევა ფორმაში და აიღებს ამ თასს.ეგ ერთადერთი თასია,რომელიც არ გვაქვს მოგებული და იმედია იქ მაინც აღარ მოხდება ლაფსუსები. ნუ ფაქტი ფაქტად რჩება,სეზონისთვის ჯერ მზად არ ვართ და სეზონში ძალიან მძიმედ შევდივართ.ეს ძალიან ცუდია,მაგრამ საგანგაშო არაფერია.ბარსას ფეხბურთელები ბურთს ნორმალურად რომ ვერ იღებდნენ და პასის დროს ბურთი კაუჩუკივით რომ გარბოდა მათგან სხეულზე ასხლეტვის შემდეგ,ეს იმის ბრალია,რომ ჯერ არ ვართ სეზონში შესულები და ბურთს ვერ ვფლობთ.არაუშავს გამოსწორდება,უბრალოდ საწყენი ისაა,რომ თასი უკვე წავაგეთ და წავაგეთ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს დიდი ანგარიშით,რამდენადაც უფრო პარადოქსული არ უნდა იყოს წავაგეთ სრულიად დამსახურებულად.სევილიას კი კიდევ ერთხელ ბრავო,ისინი პირდაპირ დაფრინავდნენ გუშინ ლუი მეორის სტადიონზე,მათ ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა მოეგოთ ბარსასთვის და მათ დავალება ხუთიანზე შეასრულეს. პირველი ტაიმის მერე ვიცოდი,რომ ბარსა ვეღარ შეძლებდა დეფიციის აღმოფხვრას 2-0,არა იმიტომ რომ ეს შეუძლებელია,არამედ იმიტომ,რომ ამ ბარსელონასთვის ეს ფანტასტიკის სფერო იყო.რას არ მივცემდი,რომ არ მენახა გუშინდელი თამაში,ასეთი დაგრუზული და შოკირებული მე კაი ხანია არ ვყოფილვარ. ნუ საწყენია რა თქმა უნდა,რომ ევროპის ჩემპიონი ასე ბეზდარნად აგებს საშუალო დონის გუნდთან და ცოტა პრესტიჟი შეილახა,მაგრამ ჩვენ აუცუილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას ამ სეზონში,ნუ ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება ფანტასტიკაა,აი ლა ლიგაში კი ნომერ პირველი ფავორიტები ვართ. არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ის შავი ემოცია,რასაც გუშინ და ნაწილობრივ დღეს განვიცდი.აჭარაში ხომ საერთოდ ნერვებზე ამთხარეს,რა დონეზე ბნელა გურჯისტანში თქვენ აზრზე არა ხართ.ჯერ იყო და ნერვებმოთხრილი ვუყურებდი თამაშს და ზოგი %ლ% ტვინს მი$%^ავდა წამდაუწუმ იმის კითხვით თუ რამდენი კუთხური იყო და რამდენი ყვითელი.ერთს ცოტა უხეშადაც ვუპასუხე,კარგი იქნება ბიძაჩემო თუ თამაშს მაყურებინებ-თქო,მართლა ამთხარეს ნერვებზე.მერე ერთმა სირმა იკითხა ბარსელონა რომელია თეთრებით რომ თამაშობს თუ მეორეო...მეორე სირმა უპასუხა არა შავებით რომ თამაშობს ისაა ბარსაო...მერე თამაშის მერე ერთმა თქვა არაფერი გუნდი არ ყოფილა ბარსაო,ესაა სულო? ლოლ ერთი თამაშით ევროპის ჩემპიონს დაღი დაასვა,მართლა ლოლ.ამ ძალათ პროფესორების ატანა არა ამქვს...მაგათ დედებს მოვიკითხავ...ვითომ მაგრა ესმით საქართველოში იმ ^ლ%ებს ფეხბურთი,არადა ყველაფერი ტოტალიზატორის დონემდეა დასული და იმის იქით მაგათი აზროვნება ვერ მიდის.ბავშვობის მერე სიგარეტი არ მქონდა მოწეული და გუშინ ორი ღერი მოვწიე აჭარიდან ამოსვლის შემდეგ.მართლა დათრგუნული და გაოგნებული ვიყავი,ცოტათი შერცხვენილიც კი.ნუ დავიჭირე ტაქსი და სახლში როგორ მოვედი არ მახსოვს,ჩემი გონება სულ სხვაგან ქროდა,სახლთან რომ გააჩერა ტაქსის მძღოლმა მკითხა შვილო ხომ კარგად ხარ,რაღაც ხმა არ მომწონს და გზაში მარჯვნის ნაცვლად მარცხნივს ამბობდი და პირიქითო(ძმას ვფიცავარ ასე იყო).შოკში ვიყავი და მეპატიებოდა,შოკში არა 3-0 მარცხის გამო,არამედ მომავლის შიშის გამო,ამ თამაშით შორს ვერ გავფრინდებით და ყველაზე მეტად ეს მაწუხებდა,ნუთუ დიადი გუნდის კიდევ ერთი ეპოქის დასასრულის სიგნალი იყო ეს? არა არა,ბარსა დაბრუნდება,სხვაგვარად არც შეიძლება,ფრენკი ჭკვიანი კაცია და შეცდომებზე სწავლობს,თანაც ბარსა ვერ ითამაშებს სულ თავის უცუდეს მატჩებს ბოლო 2 წლის მანძილზე,ყველაფერი კალაპაოტში ჩადგება მე ამის მჯერა,მთავარია სეზონის სტარტზე რეალი ძალიან წინ არ გავუშვათ,თორემ ამას ვერ გადავიტან. სახლში ამოვედი გაბრუებულ მდგომარეობაში უკიდურესობამდე დაგრუზული,არ მეძინება,ანდა რა დამაძინებს,ბოლო ხმაზე მინდა ყვირილი,მივუჯექი კომპს და მეტალის მოსმენა დავიწყე ნაუშნიკებით ბოლო ხმაზე,ვიფიქრე იქნებ ცუდი ენერგია გამოიტანოს თქო.ადრე მშველოდა,გუშინ კი ვერ მიშველა და ვგრძნობდი უფრო მგრუზავდა...დავწექი სასწაულის მოლოდინში,იქნებ ჩამძინებოდა,მაგრამ ეს სასწაული მხოლოდ 2 საათის შემდეგ მოხდა,ეს ორი საათი კი კოშმარულ ფიქრებში გავატარე...არაუშავს,მხოლოდ მას შეუძლია შენთვის დიდი ტკივილის მოყენება,რაც გულით გიყვარს,არაუშავს,მძიმე პერიოდებში სულ ჩემი გუნდის გვერდით ვიყავი და გუშინაც ასე იყო,მაგრამ იმ განსხვავებით,რომ გუნდის კრიზისის დროს წინასწარ შეგუებული ვარ ხოლმე ფიასკოებს,გუშინ კი რაღაც განსხვავებული,შოკიმომგვრელი მოხდა...დღეს გავიღვიძე უკეთესი მომავლის იმედით,კიდევ დაგრუზული ვარ რა თქმა უნდა,მაგრამ ორშაბათს სელტას უნდა მოვუგოთ გასვლაზე და დავრწმუნდები,რომ ჩემი შიშები უსაფუძვლო იყო. ამ პოსტს ვუძღვნი ბარსას ჭეშმარიტ ფანებს,მე მათთვის გამოვხატე ემოცია და ზოგი ჭკუანაკლული იუზერი ნუ შემოვა და ნუ დამიპოსტავს,ნუთუ არ დაგეზარა ამხელა პოსტის დაწერაო და ასე შემდეგ... ხო ბარემ ფეხბურთელთა ჩემეულ შეფასებებსაც დავწერ:
ვალდესი-6(10)
ბელეტი-5(10) მარკესი-3(10) პუიოლი-4(10) სილვინიო-5(10)
ჩავი-4(10) მოტა-4(10) დეკო-4(10)
მესი-5(10) რონალდინიო-3(10) ეტოო-4(10)
================== ჟული-5(10) ინიესტა-5(10) გუდიონსენი-5(10) ================== ბარსას შეტევა-3(10) ბარსას ნახევარდაცვა-3(10) ბარსას დაცვა-2(10)
================== რაიკაარდი-3(10) ==================
სევილია მთლიანობაში: 10(10)
პ.ს.ბარსას ჭეშმარიტ ქომაგს ვთხოვ ამ ერთი თამაშით შორს მიმავალ დასკვნებს ნუ გააკეთებენ,პანიკაშიც ნუ ჩავარდებით,რაც მოხდა მოხდა,2 წლის წინ მალაგასთან 5-1 წავაგეთ,აი გამახსენდა ეგ იყო ბოლო შეხვედრა გუშინდელ დღემდე,როცა ბარსასმ ბოლოჯერ წააგო დამსახურებულად და წააგო დიდი ანგარიშით,სამაგიეროდ იმ წელს ჩემპიონები გავხდით და ყველაფერი წინაა,ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ,გულსატკენი მატჩი,უღიმღამოდ და უჯიგროდ წავაგეთ,მაგრამ რას ვიზამთ,ხდება ხოლმე. ეს უკვე წარსულია,გავიარეთ... წინ გალისიაში,სელტას უნდა მოვუგოთ და კრიტიკოსები გავაჩუმოთ!
--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
|