მე მგონი, სადღაც თებერვალში დაიწყო ამ კანონზე ლაპარაკი.
გუგული მაღრაძის კომენტარი იყო, რომ ხსენებული კანონპროექტი
არაფერ შუაში არაა გამოხატვის თავისუფლებასთან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
"შუღლის შესახებ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობოებთან ჩვენ საკმაოდ ინტენსიური კონსულტანციები გვაქვს და იქ შეიძლება, გარკვეულად შეიცვალოს რამე. მე მიმაჩნია, რომ პრინციპში ასეთი ტიპის კანონი ძალიან ბევრ ქვეყანაშია, სხვათა შორის, ევროსაბჭოზე იყო ძალიან სერიოზული მოსმენები, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია, რომ ამ კანონს პრევენციული მნიშვნელობა უფრო აქვს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მის გამოსვლებს, მის სიტყვიერ მოწოდებას შესაძლოა მოყვეს რაიმე ცუდი შედეგი, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად დაფიქრდება, იმიტომ რომ კანონით უკვე რეგულირებულია, რომ მას ამისთვის პასუხისმგებლობა ექნება. გარდა ამისა, როდესაც მოწოდებებია სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ მოძრაობებში ჩართვისთვის ან სხვა რელიგიურ შუღლში ჩართვისთვის, ასეთ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ჩვენ დღემდე არ გვაქვს", - განაცხადა მაღრაძემ და აღნიშნა, რომ ე.წ. შუღლის გაღვივების შესახებ კანონპროექტი პირდაპირ კავშირში არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან
"არ გვაქვს კანონი, როდესაც ადამიანი აკეთებს ისეთი ტიპის მოწოდებებს, რომ ადამიანებს გაუჩნდებათ აზრი, სადღაც წავიდნენ და რაიმე რელიგიურ შუღლში ან სხვა ტიპის კონფლიქტებში ჩაერთონ. ამიტომ საჭიროა, რომ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. გამოხატვის თავისუფლებასთან ეს კანონი პირდაპირ კავშირში არ არის, იმიტომ რომ ეხება სწორედ იმას, რაც ადამიანებს უშლის ხელს. კანონი შეიძლება პრევენციულად იყოს იმისთვის საჭირო, რომ სწორედაც რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს თავისუფალი და არ იყოს ზიანის მიმყენებელი სხვისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებასთან პირდაპირ კავშირშია. აქ არის ისეთი რამის გამოხატვასთან, რომელმაც პოტენციურად შეიძლება ზიანი მიაყენოს საზოგადოებას და სხვას", - თქვა მაღრაძემ.
მერე იყო განხილვა პარლამენტში.
პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
საქმე ეხება ძალადობრივ მოწოდებას, რომელიც დასჯადი ხდება და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თუ ამ ძალადობრივ მოწოდებას მოჰყვა სხეულის დაზიანება და ჯანმრთელობის შერყევა, ამ შემთხვევაში ქმედება 2-დან 4 წლამდე პატიმრობის ვადით დასჯადი გახდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა ამ პროექტში, განსაკუთრებით იმ მუხლებში და იმ ტერმინებში, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტაციის საფუძველს იძლეოდა.
„შუღლის გაღვივება იყო აღქმული განსხვავებული ინტერპრეტაციით, ამიტომ ერთიანი ტერმინი უფრო უკეთ შეესაბამება ამ პრობლემას, ანუ ძალადობრივი მოწოდება და ამგვარ ძალადობრივ ორგანიზაციებში მონაწილეობა, ან პროპაგანდა და ა.შ. ზოგადად ეს ეხმიანება უსაფრთხოების თემას,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
და ენჯეოშნიკი, სულგაყიდული, სოროსისტი გურჩიანის სტატია:
http://www.tavisupleba.org/content/blog-po...i/27053738.htmlანუ ტარტაროზების გაპარსვისკენ რომ მოვუწოდო საზოგადოებას და მერე ერთ-ერთი ტარტაროზი მართლა გაიპარსოს, სროკია?