აქ დავდებ ბარემ................
მეეზოვე ილია ჩოხელი თავის ხელფასს 13 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს უნაწილებს "თბილსერვის ჯგუფი" მეეზოვის დღიურების გავრცელებას იწყებს, სადაც თანამშრომლების ცხოვრების შესახებ ინფორმაციას ფართო საზოგადოებას აწვდის.
38 წლის ილია ჩოხელი "თბილსერვის ჯგუფის" სამგორის რაიონის სპეც თანამშრომელია. მას საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გავლილი. ილია 16 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 16 წლის როგორც კი შესრულდა, ქუჩაში აღმოჩნდა. 2 წელი ქუჩა-ქუჩა სამსახურს და თავშესაფარს ეძებდა. ამ პერიოდში ილია მოინათლა და ცხოვრება სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში განაგრძო, სადაც ხელობას დაეუფლა.
წლების შემდეგ თბილისში ბინა იქირავა და 12 მზრუნველობა მოკლებულ ბავშვზე პატრონობა იკისრა. ბავშვები მასთან ნაქირავებ ბინაში ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ მეუღლე არ ყავდა და არც სათანადო პირობები ჰქონდა, ბავშვები ჩამოართვეს.
2012 წლიდან ილია თბილსერვის ჯგუფში მუშაობს, თბილისში 10 კვ.მ ბინაში ცხოვრობს და სახლთან ახლოს რიყის სკვერს ასუფთავებს. მისი ჰონორარი 13 ბავშვს ხმარდება, რომელიც საბურთალოს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა თავშესაფრში ცხოვრობენ.
http://ipress.ge/new/7464-meezove-ilia-cho...shvs-unatsilebs