გამარჯობა. ვინმე თუ ხართ გარკვეული, როგორ უნდა იყოს აწყობილი სისტემა, რომ რაც შეიძლება სუფთად ჩაიწერო სახლში ხმა?
ახლა მაქვს შემდეგნაირად: 2 დინამიური მიკროფონია შეერთებული პრეამპში, პრეამპი ხმის კარტის line-in-ში, კომპიუტერზე მიერთებულია დამიწება.
ამ პირობებში არის ძალიან მცირე ფონური ხმაური, თითქმის არ ისმის. თუ გავაძლიერე, ეს ხმაური გავს მაუსის მოძრაობისას და ა.შ. კომპიუტერიდან აკრეფულ ხმას.
ეს ხმა ძლიერდება, თუ პრეამპიც დავამიწე (იმ მავთულით, რომლითაც კომპიუტერია დამიწებული).
თუ მარტო პრეამპი დავამიწე, მაშინ კომპიუტერიდან პრეამპისკენ იწყებს წამოსვლას დასამიწებელი დენი და მცირე ზუზუნს იწვევს.
და მთავარი პრობლემა რაც მაქვს, გაურკვეველი პრინციპით ჩანაწერს ედება ტკაცუნი.

აი ასე გამოიყურება ეს ტკაცუნი. ვერ ვხვდები, რა იწვევს ამას. მაცივრის ჩართვას ხომ არ ემთხვევათქო ვიფიქრე. ზოგჯერ რამდენიმე წუთი არაა და მერე მიყოლებით ნახევარი წუთის განმავლობაში რამდენიმე, მერე ისევ სუფთაა.
ველი თქვენს რჩევებს