სამაგიეროდ...
http://infotime.ge/index.php/component/k2/...656-gamsaxurdiaცოტნე გამსახურდია: ,,თქვენო უწმინდესობავ სამღვდელოების ჯიპები და ფუფუნებაც ამ ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული''
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ,,ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე პატრიარქის ქადაგებას ეხმაურება:,,თქვენო უწმინდესობავ, ღმერთმანი კარგ დროს გაგახსენდათ ეს ხალხი!
მათი გაღატაკება და ქვეყნის გაპარტახება ჯერ მაშინ დაიწყო, როდესაც შენ, დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი! როდესაც ჯაბა იოსელიანსა და მხედრიონის "ვერხუშკას" მწვანე აუნთე ეკლესიებში! როდესაც შენს მიერ ნაკურთხ-ნაზიარებმა "ელიტამ" ამ ხალხის კუთვნილი კაპიტალი, მისი წილი სასიცოცხლო არეალი ურცხვად და უნამუსოდ მიითვისა, მაგრამ სამაგიეროდ ახალ-ახალი ეკლესიები ააშენა! ამისათვის თბილისის ახალ ეკლესიებზე წაწერილი არქიტექორების სახელებიცა კმარა...
არც ის დაგავიწყდეს: სამღვდელოების ჯიპები და ფუფუნებაც ამ ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული.
პატიოსანი შრომა სირცხვილი არ არის. მოსამსახურეობა გაცილებით ღვთისნიერი და მადლიანია, ვიდრე ამბიონებიდან ოქროვერცხლაჩურჩხლული, ჩასუქებული აფერისტების კურთხევა, ჯადოს ახსნა, ხალხის დაბოლება - რა თქმა უნდა, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. მგონი, არც მაცხოვარი ყოფილა თავადი და არც - მოციქულები, ხომ არ მეშლება?
და კიდევ: დაანებეთ ამ ფუტკრებს თავი, ბოლოსდაბოლოს! ფუტკრები ქვეყანას ვერ ააშენებენ. სჯობს ამდენ ეკლესიას თავშეფარებულ მუქთახორას ნიჩბები დააკავებინო ხელში და ქალაქები თუარა, სოფლები ხომ მაინც აშენდება...'' - წერს გამსახურდია
შეგახსენებთ, რომ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქმა უცხოეთში წასულ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს“, - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა, ასევე, მრევლს მეფუტკრეობის საქმის შესწავლისკენ მოუწოდა, რომლის სასწავლებელიც სამების ახალგაზრდულ ცენტრშია გახსნილი.
This post has been edited by SLUTZ on 9 Jun 2015, 00:24