ჩემ საყვარელ 10 ფილმს ჩამოვწერ.
მოკლედ რო განვიხილოთ:
1. ნათლიმამა საოცრად მაგარია როლი ქასთი საუნდტეკები.
2. გლადიტორი ხოაკინ ფენიქსის და რასელ ქროუს განუმეორებელი შედევრი
ასევე ჰანს ციმერის უზადო შრომა რამაც კიდევ უფრო მაგარი გახადა ეს ფილმი.
3. ვარსკვლავთშორისი. ეს ფილმი რაც ნანახი მაქ ყველა ფილმზე უფრო ემოციური. იმდენად შემძრა რო აგერ უკვე მე4ჯერ ვაპირებ ყურებას.
4. ბეთმენის ტრილოგია. ნუ ეს ფილმი პირადად მე კრისტოფერ ნოლანის შედევრად მიმაჩნია. ყველაზე მაგარი რა თქმა უნდა მეორენაწილი. ამ როლით ჰიტ ლეჯერი კინოს ისტორიაში ასოებით ჩაიწერა.
5. კარგი ცუდი და ბოროტი. მართალია ძველი ფილმია მარა არის ამ ფილმში რაღაც ისეთი რამაც ჩემი საყვარელი ფილმების სიაში შეიყვანა.
6. ქალის სურნელი. ამ ფილმზე ბევრი ლაპარაკი არც ღირს ალბათ უმეტესობა ვისაც უნახავს აღფრთოვანებულა ალ პაჩინოს შეუდარებელი თამაშით.
< დაფასებამაც არ დააყოვნა.
7.ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია. უბრალოდ საოცარი გადაღებულია სამივე სერია. ამ ტრილოგიამ კინოსამყარო შეცვალა.
8.სტივენ სპილსბერგის შედევრი: ფილმი რომელიც გენალურადაა გადაღებული. ლაიმ ნისონის და რალფ ფაინესის უმაგრესი დუეტი.
ჯონ ვილიამსის საოცრად სევდიანი კომპოზიცია ამ ფილმს უფრო სევდიანს და ლამაზს ხდის.
9. კარიბის ზღვის მეკობრეები. 4ივე სერია. ჯონი დეპის თამაშზე სიცლით ვიხევი ხოლმე სულ.
10. ეშმაკის ადვოკატი. იმიტომ რომ ალ პაჩინო სატანაზე მაგრად ირგებს სატანის როლს
იმედია არ დაიხურება ეს თემა და ბევრი გამოხმაურებ ექნება.
Look but dont touch. touch but dont taste. taste but dont swallow.
(c) al pachino