ახალი პოლიტიკური ცენტრი მოგების გადასახადის გაუქმებისა და დივიდენდის დაბეგვრის ახალი წესის შემოღების ინიციატივით გამოდის.
„საგადასახადო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია, რომლის პრეზენტაციც 8 ივნისს გაიმართება.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივას გაცნობის საშუალება პირველ ეტაპზე ჟურნალისტებს ექნებათ, კვირის ბოლოს კი, ბიზნესის წარმომადგენლებს.
მოგების გადასახადი უნდა გაუქმდეს და საწარმოს მიერ მიღებული მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიბეგროს, თუ ამ თანხას პარტნიორები გაინაწილებენ.
ყველა სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მიერ
მიღებული მოგება არ უნდა იბეგრებოდეს, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, საგადასახადო ტვირთი შემცირდება და გადასახადის ადმინისტრირება გამარტივდება, მეორეს მხრივ კი, ინვესტიციები წახალისებული იქნება, რაც ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დღევანდელ "ბიზნესკონტაქტში", ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივების შესახებ
ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეროვნული ვალუტის, ლარის არასტაბილურობაა. ლარი გაუფასურდა 40%-ით. ეს პრობლემა შეეხო თითქმის ყველა ოჯახს საქართველოში. 530 ათას ოჯახს გაუძვირდა ბანკის სესხი, რომელიც გამოტანილი ჰქონდა დოლარში. ვისაც შემოსავალი ან ანაბარი აქვს ლარში - მისთვის შემცირდა ლარის მსყიდველუნარიანობა. ვისაც უწევს ბინის ქირაობა დოლარში - გაუძვირდა ქირა. ვისაც საქონელი შემოჰქონდა საზღვარგარეთიდან - დადგა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე.
სავალუტო კრიზისის მიზეზი არის ის, რომ მთავრობის უაზრო ნაბიჯებმა ჩამოშალა ქართული ეკონომიკა. მაგრამ ქართული ოცნება ამას არ აღიარებს და მუდმივად ცდილობს პრობლემის წყაროდ წარმოაჩინოს ეროვნული ბანკი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ - რომ არა ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯები, ხალხი და სახელმწიფო კიდე უფრო გაღარიბდებოდა.
ამ ფონზე მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე არის უკიდურესად საშიში. ეს დარტყმას აყენებს ფინანსურ სისტემას, აფრთხობს ინვესტორებს და აძლიერებს არასტაბილურობის განცდას. ამასთან ეს მიანიშნებს იმაზეც, რომ მომავალი წლის თებერვალში, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, „ქართული ოცნება“ შეეცდება პირდაპირ მართული პრეზიდენტი აირჩიოს ეროვნულ ბანკში, რაც საბოლოოდ ჩამოშლის ეროვნულ ვალუტას.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არასტაბილურობისგან და სავალუტო კრიზისებისგან:
1. ეროვნული ბანკის ნაცვლად უნდა შეიქმნას სავალუტო საბჭო
2. ლარი აღარ უნდა იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება
3. ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული დოლართან, ევროსთან ან ამ ვალუტების კალათასთან მიმართებაში
რას მივიღებთ შედეგად:
● ლარის გაუფასურების რისკები დავა ნულამდე;
● მოქალაქეებს აღარ გაუძვირდებათ უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი;
● მოქალაქეებს აღარ გაუუფასურდებათ ლარში გაკეთებული დანაზოგი;
● მოქალაქეებს, ვისაც აქვთ ფიქსირებული ხელფასი ლარში, აღარ შეუმცირდებათ შემოსავალი;
● დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე;
● ვეღარ მოხდება მთავრობის მხრიდან პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების ზრდა;
● ხელი შეეწყობა ინვესტიციების შემოსვლას;
● ხელი შეეწყობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ამ ცვლილებების მომზადება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში, რათა მომავალი წლიდან შესაძლებელი იყოს მონეტარული სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა.
http://www.amerikiskhma.com/media/video/zu...ze/2812465.htmlზურაბ ჯაფარიძემ ვაშინგტონში ვიზიტი დაასრულა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთხის წევრის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ჯაფარიძე ვაშინგტონში ვიზიტით ჩამოვიდა. ჩვენთან საუბრისას პარტიის დატოვების მიზეზად მან პრო-დასავლური ძალების გაერთიანებისა და ასევე პროდასავლური ელექტორატის ნდობის მოპოვების სურვილი დაასახელა.
ძირს ნაცქოცობა,, ყველა ახალი პოლიტიკური ცენტრის გარშემო,