კი ვიცით რამხელა საქმე გაკეთდა
მაგრამ მაგ საქმის გაკეთებისადმი მიდგომა იყო სრულიად იმბეცილური
ჯერ იყო ასფალტი გადათხარეს და უზარმაზარი ორმოები დატოვეს რამდენიმე თვე
რომ შევწუხდით და ხალხმა ლაპარაკი დაიწყო, ასე 4 თვის მერე, თქვეს ასფალტი რომ ავიღეთ მერე აღმოვაჩინეთ ხიდი ავარიული ყოფილაო...
თითქოს არ შეიძლებოდა იქამდე შეემოწმებინათ ხიდის მდგომარეობა. ანკი რა შემოწმება უნდოდა, დღევანდელ თბილისში ალბათ ყველა ხიდი ავარიულია. არცერთს კომუნისტების მერე რეაბილიტაცია არ ჩატარებია და იმიტომ.
ჰოდა ახლა კი დასრულდა და მალე დაგვავიწყდება მაგრამ
რამდენიმე თვე რომ უყურადღებოდ იყო მიგდებული ეგ მონაკვეთი მერიის უნიათობის გამო მაგას სად წავუვალთ?

ნორმალური ხელისუფალი იმ თვეების მანძილზე სანამ ხიდის რეაბილიტაციისთვის ემზადებოდნენ მარტივად ამოავსებდა იმ ორმოებს მოსახლეობას რომ ადამიანურად ევლო
ეგ ორმოები მანქანას ხომ აფუჭებდა
+ საცობს ქმნიდა მაგ მონაკვეთზე
საცობი კი ასობით ლიტრი ზედმეტად დახარჯული საწვავი
და ტყუილად დაკარგული ადამიანების დროა
და ეს ორივე ფული ღირს
მავანი იტყვის ის ორმოები რომ ამოევსოთ დამატებითი ხარჯი იქნებოდაო
მაგრამ ვინმემ დათვალა საბოლოოდ რამდენად მეტი დაუჯდა თითოეულ თბილისელს მაგ ორმოების ამოუვსებლობა?
ამიტომ ბეცია ეგ თქვენი ნარმანია და რაც არ უნდა ბანწიკებიანი გახსნა-გამოხსნები მოაწყოს
არაფერი ეშველება
მაგ ასაკში ადამიანები აღარ ვითარდებიან...