ევროპარლამენტმა 2018 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
08:50 12-06-2015
ევროპარლამენტმა 2018 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა გუშინდელი კენჭისყრით, მხარი დაუჭირა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანას, თუკი რუსეთისთვის მისი ჩატარების უფლების მინიჭების უკანონობა დადასტურდება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ევროპარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიესალმებიან ფიფა-ს აუდიტის კომისიის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ კორუფციული დარღვევების გამოვლინებამ შესაძლოა, ჩემპიონატის რუსეთიდან გადატანა გამოიწვიოს.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის ამერიკელი და შვეიცარიელი გამომძიებლები ფიფა-ს ფუნქციონერებს შორის კორუფციის საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. ამ სკანდალის გამო დატოვა თანამდებობა ფიფა-ს პრეზიდენტმა ბლატერმაც.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/33...cia-miigho.htmlამერიკამ ფუტბოლი გადაარჩინა.

იქ ჩატარდება თუ არა,მაგას უკვე დიდი მნიშვნელობა არა აქვს.მე მირჩევნია,რომ არ ჩატარდეს,მაგრამ მეტს ვეღარ გაბედავენ ფიფაში ქრთამის აღებას.
თემა პოლიტიკურია და თუ ევროვიზიაზე წერთ ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის.