ამ თემაში დავწეროთ ჩვენი აზრი თუ რა რეფორმები ჭირდება ქვეყანას, მივაწოდოთ იდეები მთავრობას, თორემ უჭირს აშკარად სწორი ნაბიჯების გადადგმა.
გთხოვთ რეფორმების სფერო მიუთითოთ პოსტის დასაწყისში მსხვილი ასოებით. მაგალითად:
სასამართლო რეფორმაპროკურატურის რეფორმაპოლიციის რეფორმასამხედრო რეფორმასაგადასახადო რეფორმაეკონომიკური რეფორმაადმინისტრაციული რეფორმადა აშ. უამრავი სხვა სფერო
და შემდეგ ჩამოაყალიბოთ თქვენი შემოთავაზებული რეფორმის არსი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ახლა სწორი
ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმებია და ამიტომ მე მათგან დავიწყებ:
მოგების გადასახადის ლიბერალიზაცია უნდა მთავრობას როგორც ჩანს
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...avakethoth.htmlარასწორის ნაბიჯია, ყოველ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტა ნამდვილად არ არის. შევეცდები გასაგებ ენაზე ავხსნა რატომ. თავიდან ავღნიშნავ, რომ მოგების გადასახადს იხდიან იურიდიული პირები, შპს სს და აშ. ინდ მეწარმე არ იხდის. ინდ მეწარმეს ეს ლიბერალიზაცია არ შეეხება როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ინდ მეწარმეა. ვისაც შეეხება ესენი არიან შედარებით მსხვილი ბიზნესები, რომელთა შორის უცხოური კაპიტალის წილი საგრძნობლად დიდია და შესაბამისად მათ მიერ აკუმულირებული მოგების დიდი ნაწილი მოდის უცხოურ კაპიტალზე. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადის შემცირება ნიშნავს რომ მოგებიდან მეტი წილი დარჩებათ ამ უცხოელ ინვესტორებს შეიტანენ რა ბიუჯეტში ნაკლებ გადასახადს. რაც მეტი მოგება დარჩებათ უცხოელებს მით მეტი აქ ნაშოვნი ფული გავა ქვეყნიდან, რაც უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე. ვინაიდან ქვეყნიდან გატანილი თითოეული ლარი გადახურდავებული დოლარში ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში, ასევე უარყოფითად მოქმედებს ვალუტის კურსზე. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვართ დღეს ის ქვეყანა რომ აქვე დავახარჯინოთ ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი. დადებითი ამ განზრახვას შესაძლოა მხოლოდ ერთი რამ ჰქონდეს მივცეთ ოდნავ მეტი მოტივაცია(გადაიხდიან რა ნაკლებ მოგების გადასახადს) უცხელ ინვესტორებს აქ აწარმოონ ბიზნესი და დაასაქმონ ცოტა მეტი ადგილობრივი, მაგრამ საკმარისია კი ეს მოტივაცია, რომ იმდენით გაიზარდოს უცხური ინვესტიცია რომ დააბალანსოს ბიუჯეტის შემცირება და ქვეყნიდან გატანილი მოგების უარყოფითი ეფექტი.
და კიდევ ერთი: ეს ინიციატივა მდიდარს კიდევ უფრო ამდიდრებს და მეტ საშუალებას აძლევს უფრო მეტად დაჩაგროს კონკურენციაში მცირე ბიზნესი იგივე ინდ/მეწარმეები რომელთა დიდი წილი ადგილობრივია. საბოლოო ჯამში ამ ინიციატივას უფრო უარყოფითად ვაფასებ ვიდრე დადებითად.
სწორი და საჭირო ეკონომიკური რეფორმებია ჩემი აზრით:ჯერ ამ ოთხით შემოვიფარგლები:
1. დღგს გადასახადის გაუქმება ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე. რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობდა ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ჩვენივე რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას. შეამცირებდა უცხური ინვესტიციების საჭიროებას, რაც პრაკტიკულად იგივე სხვისი წილში ჩასმაა.
2. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის და მათი ნაწარმის იმპორტის ეტაპობრივი შეზღუდვა. ბანანს და მანგოს არ ეხება, მხოლოდ იმ პროდუქტს რისი წარმოებაც შეგვიძლია ჩვენით.
თუ გვინდა ავამუშაოთ ეს სფერო აუცილებელია ეს რეფორმა, თუნდაც რაღაც ეტაპებზე დეფიციტი გაჩნდეს აუცილებლად მალევე დაკმაყოფილდება მოთხოვნა შიდა წარმოების გაჩენის ხარჯზე. ასევე ეკონომიკისთვის ჯობია საკუთარი წარმოების (თუნდაც ცოტათი ძვირიც რომ იყოს) პროდუქცია მოვიხმაროთ ვიდრე იმპორტირებული ცოტათი იაფი, რადგან ქვეყანაში რჩება ამ ბრუნვიდან მთლიანი და ისევ ქვეყნის ეკონომიკაში რეინვესტირდება გარეთ გასვლის მაგივრად. ეს რეფორმა ძალიან ბევრ დადებით შედეგს მოგვცემს, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, დასაქმების ზრდა, სოფლის განვითარება და დაცლილი ტერიტორიების ხალხით შევსება(სასაზღვრო უსაფრთხოება) ასევე სასურსათო უსაფრთხოების კუთხით.
3. გარკვეული ტიპის ნედლეულის(იგულისხმება ისეთი ნედლეული რომლისგანაც მზა პროდუქციის წარმოება ადგილზეც შეიძლება) გატანაზე საბაჟო გადასახადს გავზრდიდი, ან სხვა გზებით ხელს შევუწყობდი იმას რომ მაქსიმალურად ადგილზევე მოხდეს ნედლეულისგან მზა პროდუქციის მიღება. მაგალითად ქვეყნიდან გადის გამოუდნობელი სპილენძის მადანი დიდი რაოდენობით, საჭიროა რომ აქვე მოხდეს მისი გამოდნობა მაინც, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ რომ მილი ვაწარმოოთ რომელიც მერე შემოგვაქვს. ჩვენთვითონ თუ ვერ ვახერხებთ ნედლეულის გადამუშავებას მყიდველი მაინც უნდა ნაწილობრივ ვაიძულოთ ნაწილობრივ ხელი შევუწყოთ რომ აქვე გადაამუშაოს და მზა პროდუქციის სახით გაიტანოს. ეს ყველაზე რთული თემაა დანარჩენებს შორის და ღრმა ანალიზი და სწორი მიდგომა ჭირდება ამის გაკეთებას, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია.
4. საშემოსავლო გადასახადის დივერსიფიკაცია შემოსავლის მიხედვით: მაგალითად: 600 ლარამდე მიღებულ შემოსავალზე 0%, 600 ლარზე ზემოთ 1200 ლარამდე მიღებულ თითოეულ ლარზე 10%, 1200 დან 1800 ლარამდე 20%, 1800-დან 2400-მდე 30%, 2400-დან 3000 ლალამდე 40%, 3000 დან 5000-მდე 50% და აშ.
ეს პირობითად დავყავი რათქმა უნდა და ამის კარგად დასაყოფად ქვეყანაში მიღებული შემოსავლების განაწილების ანალიზია საჭირო. ბევრს ეს პრინციპი არ ესმის და გონია რომ მაგალითად თუ ზემოთ მოყვანილი მაგალითის შესაბამისად იქნება განაკვეთები მაშინ 2500 ლარის შემოსავლის მქონე პიროვნება გადაიხდის ამ თანხის 40%-ს ანუ 1000 ლარს.
სწორი დათვლა ასეთია 2500 ლარის შემოსავლის შემთხვევაში გადაიხდება 600*0%+600*20%+600*30*+600*40%+100*50%=0+120+180+240+50=590
ეს ისე უნდა გაკეთდეს რომ ბიუჯეტში შესული საშემოსავლო გადასახადი მთლიანობაში არ შეიცვალოს, უბრალოდ გადასახადის ტვირთი მეტად დააწვება მეტ შემოსავლიან პირებს ხოლო ნაკლებ შემოსავლიანებს დარჩეთ მეტი თანხა, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების გაზრდას, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდას რადგან უფრო მეტ ისეთ ხალხს გაუჩნდება დამატებითი ფული რომელიც ბევრ პირველადი აუცილებლობის პროდუქციას ვერ იძენს.