სალამი ხალხო, ახალი ვარ ფორუმზე და იმედია ადვილად შევეწყობით ერთმანეთს
პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო საიტის ადმინისტრაციას თუ თემას სხვა განყოფილებაში ვხსნი

დროთა განმავლობაში გავივლი ადაპტაციას და შევეჩვევი ფორუმელებს და ყველა წესსაც გულდასმით შევისწავლი
მოკლედ და კონკრეტულად რატომ გაწუხებთ.. მეთერთმეტე კლასის საატესტატო გამოცდები მაქვს რამდენიმე დღესი და მჭირდება ქიმიისა და გეოგრაფიის კონსპექტები (ერთ-ერთის მაინც) თუ ვინმეს გაქვთ კომპიუტერში ან ინტერნეტში იშოვება სადმე, იქნებ რამენაირად მომაწოდოთ ან გადმოსაწერი ლინკი მომცეთ. ძალიან მჭირდება.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას და ბოდიში შეწუხებისათვის