არ ვიცი მანდ რაზეა საუბარი, სამსახურში ვარ დინამიკების გარეშე,
ხოდა მე ამას დავაკოპირებ.
ციფრული მაუწყებლობის შემოსვლის შემდეგ კომპანიების ნაწილმა, შესაძლოა, ფასები გაზარდოს
საქართველოში ციფრული ტელევიზორების ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელს დამატებით სპეციალური მოწყობილობის, ე.წ Set top box–ის შეძენა მოუწევს.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტექნიკური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო პირდაპირ მეორე თაობის სტანდარტზე DVB-T2– ზე გადადის, ბაზარზე კი ძირითადად DVB-T (Digital Video Broadcasting - Terrestrial) სტანდარტების ტელევიზორებია შემოსული. „მომხმარებლებიც და ტელევიზორების დისტრიბუტორებიც შეიძლება დაზარალდნენ, თუკი საქართველოს მთავრობა საზოგადოებას ინფორმირებას დროულად არ უზრუნველყოფს,“ - აცხადებს ბარათაშვილი. მისი განმარტებით, ტელევიზორი, რომელსაც DVB-T სტანდარტის მხარდაჭერა აქვს, ვერ აჩვენებს DVB-T2–ში გაშვებულ მაუწყებლობას და მომხმარებელს დამატებით Set top box–ის შეძენაც დასჭირდება.
როგორც აღმოჩნდა, ქართველი მომხმარებლის მხრიდან ჯერ მსგავს ტელევიზორებზე მოთხოვნა არაა და შესაბამისად ტექნიკის მაღაზიებიც უარს ამბობენ ასეთი ტიპის ტელევიზორების შემოტანაზე.
ციფრული მაუწყებლობის გადასვლის შემდეგ მთავარი ცვლილება ძირითადად იმ მაყურებელს ელის, ვინც მაუწყებლობას გარე, ოთახის ანტენის საშუალებით იღებს. იმ აბონენტებისთვის კი, რომლებიც მაუწყებლობას საკაბელო ქსელებით ან სატელიტით იღებენ, არაფერი შეიცვლება, რადგან საკაბელო ტელევიზიების კომპანიები სიგნალის ციფრულად გარდაქმნას თავად უზრუნველყოფენ. თუმცა ამის ფონზე, ბარათაშვილის თქმით, შესაძლოა კომპანიებმა მომხარებელს საფასური გაუზარდონ.
საქართველო, ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა, ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლამდე უნდა გადავიდეს.
http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=1238 This post has been edited by vazhatu on 26 Jan 2012, 14:04