პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების სია გაასაჯაროვა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უსუფაშვილმა კვორუმის პრობლემაზე ისაუბრა და გნაცხადა, რომ დეპუტატები სხდომებს „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით აცდენენ.
მისი თქმით, თუკი დეპუტატი „ოჯახური მდგომარეობის“ გამო სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს, რაც სერიოზული და მგრძნობიარე თემაა, მაგრამ დეპუტატი და რომელიმე სხვა საჯარო მოხელის ოჯახის წევრებისგან რაიმეთი არ განსხვავდება.
„არ მგონია, რომ სწორი იყოს პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ ეს პრივილეგია. გაცილებით რთულადაა საქმე, თუკი გაცდენებს ჩავხედავთ. არიან დეპუატები, რომლებიც ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი სხდომებაზე ვერ გვესწრებიან“, - განაცხადა უსუფაშილმა.
სპიკერის ცნობით, „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით, დეპუტატებს 100-მდე გაცდენა აქვთ.
„გიორგი ვაშაძეს ოჯახური მდგომარეობის გამო 66 გაცდენა აქვს. ემზერ მკოიანსა და ზაზა კედელაშვილს 74-74, როლანდ ახალაიას 80 გაცდენა აქვს, დავით ბეჭუაშვილმა ჩვენთან მოსვლა 82 დღე ვერ მოახერხა, რადგან ოჯახური პრობლემა ჰქონდა. გოდერძი ბუკიას 91 გაცდენა აქვს, გოგი ლიპარტელიანს 93, რამამ ნიკოლაიშვილმა 94 ვერ მოახერხა მოსვლა. აზერ სულეიმანოვმა 94-ჯერ. კობა ნაყოფია კი, რეკოდსმენია, რადგან მას 101 სხდომაზე ვერ მოახერხა მოსვლა.
აქ სიტყვები უადგილოა და თუ ასეა საქმე, ჩვენ უნდა ვიყოთ მათთან, თუკი ასეთი გაჭივრება ან სიხარული აქვთ ოჯახში. მესმის, რომ ჩემი სიტყვები ცინიკუარდ ჟღერს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ციფრები შთამბეჭდავია“, - განაცხადა უსუფაშილმა.
http://www.info9.ge/politika/122180-usufas...html?lang=ka-GEეს რა სირცხვილია

ხელფასებს ხო კარგად იჯიბავთ თქვე ფარჩაკებო?ვინც თქვენ ხმა მოგცეთ მომავალ არჩევნებში იმას დავაფ### მე!